HR ანალიტიკა

 

ადამიანური რესურსები პოლიტიკის წარმოება კომპლექსური პროცესია, რომელიც უამრავი ასპექტისგან შედგება. მიუხედავად ამისა, მისი გამარტივება მრავალი მეთოდებითაა შესაძლებელი. 

 

მათ შორის ერთ-ერთი კი HR ანალიტიკაა, რომელიც ორგანიზაციის წარმატებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. 

 

რა არის HR ანალიტიკა და რას ემსახურება ის? 

HR ანალიტიკა ადამიანური რესურსების მართვის პროცესში მონაცემთა ანალიზის გამოყენებას გულისხმობს.

 

HR ანალიტიკა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ეფექტურად მართვისა და განვითარებისთვის. მისი დანიშნულება კი სხვადასხვაგვარია: 

 

გააზრებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა - HR ანალიტიკა ობიექტურ და სისტემატიზებულ მონაცემებს გვაწვდის ადამიანური რესურსების შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს ინფორმირებული და სტრატეგიული გადაწყვეტილებები მივიღოთ ორგანიზაციის განვითარებისთვის.

 

პროექტის შედეგების განსაზღვრა - HR ანალიტიკის მეშვეობით შესაძლებელია წინასწარ გავაანალიზოთ, თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული პროექტები ორგანიზაციის ადამიანურ კაპიტალზე და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მათ განხორციელებას.

 

თანამშრომელთა ჩართულობის შეფასება - ადამიანური რესურსების ანალიტიკა თანამშრომელთა კმაყოფილების, მოტივაციისა და ჩართულობის კვლევას მოიცავს, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, შევიმუშაოთ სტრატეგიები პერსონალის კეთილდღეობისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად.

 

სამუშაო პროცესებს ოპტიმიზაცია - HR ანალიტიკა გვეხმარება გამოვავლინოთ სამუშაო პროცესების ხარვეზების გამოვლენაში. ამასთან ერთად, ის საშუალებას გვაძლევს ოპტიმალურად განვსაზღვროთ საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები თითოეული პროექტისთვის.

 

ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლება - საბოლოო ჯამში, HR ანალიტიკის გამოყენება ხელს უწყობს ადამიანური რესურსების მართვის პროცესის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება მთლიანად ორგანიზაციის წარმატებასა და განვითარებაზე.

 

HR აუთსორსინგ კომპანია “One Point” ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ინდუსტრიაზე მორგებული, უნიკალური HR პრაქტიკებითა და გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფს. ჩვენი სამუშაო პროცესის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი კი სწორედ HR ანალიტიკაა.

 

ჩვენი სპეციალისტების მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ საუკეთესო HR მომსახურება მიიღოთ. 

 

HR ანალიტიკის ტიპები

 

აღწერითი ანალიზი - გამოიყენება ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის, მაგალითად, თანამშრომელთა გადინების მაჩვენებლები, სამუშაო ძალის დემოგრაფიული ანალიზი, თანამშრომელთა ჩართულობა. ეს კარგი შესაძლებლობაა გასული წლის მონაცემების გასაანალიზებლად და შემდეგი წლის დასაგეგმად, შედეგების გასაუმჯობესებლად და ისეთ კითხვებზე საპასუხოდ, რომლებიც შიდა კორპორაციული მართვაში დაგვეხმარება. 

 

პროგნოზირებადი HR ანალიზი - ის ხშირად  აღწერით  ანალიზს ეყრდნობა. აღწერითი ანალიზის შედეგების მიხედვით კი შესაძლებელი ხდება გარკვეული პროგნოზების გაკეთება. 

ანალიტიკის ეს ტიპი HR სპეციალისტებს იმის განსაზღვრაში ეხმარება, თუ როგორ შეიცვლება თანამშრომლების პერფორმანსი მომავალში. 

HR ანალიტიკა სამუშაო საათებისა და დატვირთვის მონიტორინგს უზრუნველყოფს, რის შედეგადაც იმ ადამიანების იდენტიფიცირება ხდება შესაძლებელი, რომლებისთვისაც სამუშაო გარემო, შესაძლოა, ზედმეტად სტრესული იყოს. 

თუ ეს ფაქტორი თანამშრომელთა გადინებას გამოიწვევს, კრიტიკული პოზიციების სწრაფ და ეფექტურ შევსებას ჰედჰანთერი უზრუნველყოფს. 

 

პრესკრიპტული ანალიტიკა - პრესკრიპტული HR ანალიტიკა ხშირად სხვადასხვა ალგორითმებსა და მანქანურ სწავლებას იყენებს იმისთვის, რომ HR სპეციალისტებს ნეგატიური მოვლენების პროგნოზირებასა და მათ წინასწარ აღმოფხვრაში დაეხმაროს.

 

რა სარგებელი აქვს HR ანალიტიკას კომპანიებისთვის?

HR ანალიტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზაციის ეფექტურად ფუნქციონირებასა და განვითარებაში. მისი ერთ-ერთი უპირატესობა რეკრუტინგის პროცესში დროის დაზოგვაა, რადგან ანალიტიკური მონაცემები საშუალებას გვაძლევს საუკეთესო სტრატეგიები და წყაროები გამოვავლინოთ კანდიდატების მოსაძიებლად. 

 

გარდა ამისა, HR ანალიზი თანამშრომლების გამოცდილებისა და საქმიანობის უკეთ გაცნობაში გვეხმარება, რაც მათზე მორგებული სამუშაო პირობების შექმნასა აადვილებს. ანალიტიკის მეშვეობით შესაძლოა ისეთი რთულად ამოსაცნობი ხარვეზების გამოვლენაც, როგორიცაა არაოპტიმალური ორგანიზაციული სტრუქტურა. HR ანალიზი ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს ადამიანური რესურსების მართვას, რაც საბოლოო ჯამში, ხარჯებს ამცირებს და პროდუქტიულობას ზრდის. 

 

ბოლოს, პრესკრიპტული ანალიზის შედეგები საშუალებას გვაძლევს დროულად აღმოვფხვრათ ისეთი რისკები, როგორიცაა თანამშრომელთა გადინება და სამუშაო ძალის დეფიციტი.

 

HR ანალიზი - One Point-ის მიდგომები

“One Point” HR აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია ოპერირებს. 

 

ჩვენი მიზანია საუკეთესო HR პრაქტიკების დანერგვით გავზარდოთ და გავაძლიეროთ პარტნიორი კომპანიები. კომპანიის პორტფოლიო 750-ზე მეტ განხორციელებულ პროექტსა და 156-ზე მეტ ბიზნეს პარტნიორს მოიცავს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. 

 

“One Point” განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ანალიტიკურ საქმიანობას, რადგან HR ანალიტიკა პირდაპირ განაპირობებს მეტ ინფორმირებულ გადაწყვეტილებასა და ორგანიზაციული მიზნების ეფექტურ განხორციელებას.