ბიზნეს პროცესების მართვა BPM
მომსახურების აღწერა
ბიზნეს პროცესების მართვა (BPM) წარმოადგენს პროექტულ თანამშრომლობას, რომლის მიზანია კომპანიის ძირითადი ბიზნეს პროცესების ანალიზი, ოპტიმიზაცია და შემუშავება.
კომპანიებში ორგანიზაციული სტრუქტურა განსაზღვრავს უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების განაწილებას, თანამშრომლებს შორის ურთიერთქმედების ფორმებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებს, ხოლო BPM უზრუნველყოფს ამ ელემენტების ეფექტიან კოორდინაციას ორგანიზაციული მიზნების მისაღწევად.
One Point ახორციელებს არსებული კომპანიის პროცესების ანალიზისა და სამუშაო ნაკადების ოპტიმიზაციას, რათა ისინი სრულად შეესაბამებოდეს ორგანიზაციულ სტრუქტურას, ბიზნესის მიზნებსა და შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მიღწეულ სასურველ შედეგებს.
BPM-ის დანერგვის შედეგად დამკვეთ ორგანიზაციაში იზრდება პროდუქტიულობა, მცირდება ოპერაციული დანაკარგები, უმჯობესდება თანამშრომელთა გამოცდილება და ყალიბდება ზრდაზე ორიენტირებული ორგანიზაციული სისტემა, რომელიც ეფექტიანად უჭერს მხარს კომპანიის ზრდასა და განვითარებას.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.