ჰედჰანტინგი
მომსახურების აღწერა
ჰედჰანტინგი (Headhunting) არის მიზნობრივი და პროაქტიული შერჩევის პროცესი, რომელიც კრიტიკული და ლიდერული პოზიციებისთვის პროფესიონალების მოზიდვას უზრუნველყოფს.
One Point-ში ჰედჰანტინგის თითოეული პროექტი ბაზრის სიღრმისეული ანალიზით იწყება. ჩვენ ვიკვლევთ კონკურენტულ გარემოს, ვაიდენტიფიცირებთ მაღალი შედეგიანობის მქონე პროფესიონალებს და კონფიდენციალური, პერსონალიზებული მიდგომით ვთავაზობთ მათ ახალ შესაძლებლობებს. მრავალწლიანი გამოცდილების, ძლიერი პროფესიული კავშირებისა და ბაზრის ცოდნის მეშვეობით, კლიენტებს ვაძლევთ წვდომას იმ კანდიდატებზე, რომელთა მოძიებაც ტრადიციული შერჩევის მეთოდებით ხშირად შეუძლებელია.
ჩვენ ვფარავთ მენეჯმენტის და ლიდერული პოზიციების სრულ სპექტრს:
- C-Level ხელმძღვანელები - CEO, CFO, CCO, COO, CTO, CMO, CHRO და სხვა უმაღლესი აღმასრულებელი პირები;
- სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და დირექტორები;
- ვიცე-პრეზიდენტები, უფროსი მენეჯერები, ფუნქციური მიმართულებების ხელმძღვანელები და რეგიონული ლიდერები;
- სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სპეციალისტები და სფეროს ექსპერტები.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point ფლობს ISO 9001 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც უზრუნველყოფს ყველა პროექტის დოკუმენტირებული და სტანდარტიზებული პროცესით მართვას.
პროექტები იმართება ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული შერჩევის პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შექმნილ, მუდმივად განახლებად კანდიდატთა ბაზას, მოიცავს შერჩევის სრულ ციკლს თითოეული პროექტის ფარგლებში და მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის ეფექტიანობას. სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით კლიენტებს შეუძლიათ რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია კანდიდატებისა და შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.