დამსაქმებლის ბრენდინგი

 

მომსახურების აღწერა

დამსაქმებლის ბრენდინგი ორგანიზაციებს ეხმარება ჩამოაყალიბონ, განავითარონ და ეფექტიანად წარმოაჩინონ შიდა კორპორაციული კულტურა, ღირებულებები, მართვის სტილი და თანამშრომლების რეალური გამოცდილება.
დღევანდელ კონკურენტულ შრომით ბაზარზე დამსაქმებლის ბრენდინგი ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას უწევენ  არა მხოლოდ პროდუქტებითა და სერვისებით, არამედ საუკეთესო დამსაქმებლის გამოცდილებით.
დამსაქმებლის ბრენდინგის საჭიროება განსაკუთრებით იკვეთება მაშინ, როდესაც მცირდება თანამშრომელთა ჩართულობა, ორგანიზაციას უჭირს კვალიფიციური კანდიდატების მოზიდვა, იზრდება ვაკანსიების შევსების დრო და თანამშრომელთა გადინება. დამსაქმებლის ბრენდინგი ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორგანიზაციული ცვლილებების პერიოდში - სწრაფი ზრდის, რესტრუქტურიზაციის, ან კომპანიების გაერთიანების დროს.

One Point კომპანიებს ეხმარება:

  • გააძლიერონ საუკეთესო კანდიდატების მოზიდვის შესაძლებლობა მიმზიდველი დამსაქმებლის ბრენდის შექმნით;
  • გაზარდონ თანამშრომელთა ლოიალობა, ჩართულობა და შენარჩუნების მაჩვენებელი;
  • განიმტკიცონ მდგრადი პოზიციონირება ადგილობრივ და საერთაშორისო შრომით ბაზარზე.
    გრძელვადიან პერსპექტივაში, დამსაქმებლის ბრენდინგი აძლიერებს ორგანიზაციულ კულტურას, ზრდის პროდუქტიულობას და ქმნის მდგრად კონკურენტულ უპირატესობას დასაქმების ბაზარზე.
მომსახურების მისაღებად დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
 
როგორ ვმუშაობთ

One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.
 
 
 

"One Point ის გუნდთან თანამშრომლობა გადავწყვიტეთ მათი გამოცდილების, ასევე სერვისის მომწოდებლებთან მოლაპარაკების პრო...

სანათა ჩარგაზია

- HR და დამსაქმებლის ბრენდინგის განყოფილების ჰედი

"One Point-ის” დახმარებით შევძელით შთაბეჭდილებებით აღსავსე და დასამახსოვრებელი რამდენიმე დღე გვეჩუქებინა აჭარაბეთის...

ნათია კიკაჩეიშვილი

- პროექტის მენეჯერი