HR მენტორი
მომსახურების აღწერა
HR მენტორის მომსახურება წარმოადგენს გრძელვადიან, ან მოკლევადიან პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც One Point-ის გამოცდილი HR მენტორი კომპანიის HR მენეჯერს ეხმარება კომპლექსურ HR და ორგანიზაციულ გამოწვევებთან გამკლავებაში.
One Point-ის HR მენტორი აძლიერებს ორგანიზაციის HR მენეჯერს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში თანამედროვე პრაქტიკებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით და ეხმარება მას რთული HR გამოწვევების ეფექტიანად მართვაში.
მომსახურება განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ავითარებენ ან გარდაქმნიან HR ფუნქციას, იმყოფებიან სწრაფი ზრდის, მენეჯმენტის ცვლილებების ან HR მენეჯერის ჩანაცვლების პროცესში. ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ HR პროცესების სტანდარტიზაციას, გაციფრულებას ან აფასებენ ახალ HR ინიციატივებსა და პროექტებს (due diligence).
მომსახურების შედეგად დამკვეთი ორგანიზაცია იღებს სტრატეგიულად და პროფესიულად განვითარებულ HR ფუნქციას, რომელიც ეფექტიანად მართავს პროცესებს, უკეთ პასუხობს ბიზნესის საჭიროებებს და აქტიურად მონაწილეობს ორგანიზაციის განვითარებაში.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.