HR ადმინისტრირება

 

მომსახურების აღწერა

HR ადმინისტრირება მოიცავს ადამიანური რესურსების მართვის ყოველდღიურ ოპერაციულ პროცესებს, რომლებზეც დგას ორგანიზაციის შრომითი ურთიერთობების გამართულობა. მომსახურებაში შედის თანამშრომელთა პერსონალური საქმეებისა და მონაცემთა ბაზების წარმოება, შრომითი ხელშეკრულებებისა და HR დოკუმენტაციის მომზადება, ონბორდინგისა და ოფბორდინგის პროცესების ადმინისტრირება, სამუშაო დროისა და შვებულებების აღრიცხვა, სახელფასო მონაცემების მომზადება და საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
One Point ორგანიზაციას სთავაზობს HR ადმინისტრირების სრულ ან ნაწილობრივ აუთსორსს - სტანდარტიზებული პროცედურების, დოკუმენტბრუნვის ერთიანი სისტემისა და მონაცემთა სიზუსტის კონტროლის საფუძველზე. შედეგად, კომპანიისთვის მცირდება ადმინისტრაციული დატვირთვა და შესაბამისობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რისკები, ხოლო შიდა რესურსი სტრატეგიულ ამოცანებზე ფოკუსირებისთვის თავისუფლდება.
მომსახურება ეფექტური გადაწყვეტაა: მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სრულფასოვანი შიდა HR ფუნქცია, სწრაფად მზარდი კომპანიებისთვის, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა HR პროცესების სიმწიფეს უსწრებს, საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში იწყებენ ოპერირებას და ორგანიზაციებისთვის, რომელთა პრიორიტეტია შიდა HR გუნდი ადმინისტრაციული დატვირთვისგან გაათავისუფლონ.

HR ადმინისტრირება ფართო ცნებაა და მოიცავს რამდენიმე დამოუკიდებელ სერვისს, რომელთა კომბინირებაც ორგანიზაციის საჭიროებისა და მასშტაბის მიხედვით ხდება:

  • HR აუთსორსი - One Point-ის HR მენეჯერების ინტეგრირება დამკვეთის სამუშაო სივრცეში და HR-ის სრული ციკლის მართვა.
  • აუთსტაფინგი - EOR და PEO - თანამშრომელთა დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების სრული მართვა One Point-ის გუნდის მიერ.
  • ფეიროლის მომსახურება - ხელფასების დაანგარიშება და გაცემა, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირება.
  • დისტანციური HR გუნდი - HR პროცესების მართვა დისტანციურ რეჟიმში, ფიზიკური ჩართულობის გარეშე.
  • ფეიროლი გლობალური ბაზრებისთვის - სახელფასო ადმინისტრირება საერთაშორისო გუნდებისთვის, ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობით.მოსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

როგორ ვმუშაობთ


One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.

 

"ფორტუნა ჰოლდინგის ისტორიაში ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, One Point -მა ოპერატიული დახმარება და მხარდაჭერა გაგვიწია."

თამარა ჩიგოგიძე

- დირექტორი

"კომპანია One Point - HR Outsourcing-ს ნდობა გამოვუცხადეთ ელმონტაჟის შექმნის საწყის ეტაპზევე. One Point-ის გუნდმა ნ...

გივი ჭაჭია

- დირექტორი