აუთსტაფინგის მომსახურება
აუთსტაფინგი გულისხმობს ადამიანური რესურსის გაქირავებას HR სააგენტოს მიერ ისე, რომ პერსონალს ადმინისტრაციულად მართავს HR სააგენტო, ხოლო ამ პერსონალის რესურსებით დამკვეთი კომპანია სარგებლობს. ადამიანური რესურსის მართვის სრული ციკლი იმართება HR კომპანიის მიერ თანამშრომლის დაქირავებიდან მასთან შრომითი ურთიერთობის გაწყვეტამდე, რაც სერვისით მოსარგებლე კომპანიას 100% -ით არიდებს თავიდან შრომით სამართლებრივ რისკებს, Payroll-ის ადმინისტრირების რუტინულ პროცესს და მასთან დაკავშირებულ ხარჯს.
აუთსტაფინგის მომსახურეობა ძირითადად გამოიყენება საერთაშორისო კომპანიების მიერ, რადგან ეს მომსახურეობა გადაჭრის ახალი ბაზრების ათვისებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ და დაბეგვრის გამოწვევებს, რაც თან ახლავს ადგილობრივი გუნდის დაქირავებას.
აუთსტაფინგი ასევე მომხიბვლელია იმ ადგილობრივი კომპანიებისთვისაც, რომელთაც სურთ ბიზნეს განყოფილების შექმნა, რომელიც კომპანიის სათაო ოფისის პროტოკოლს არ მიჰყვება, შიდა კონფედენციალობის, სახელფასო პოლიტიკის ან სხვა ბიზნეს ინტერესების გამო.
HR სააგენტოს მომსახურება სჭირდება კომპანიებს, რომლებსაც პერიოდულად, სეზონურად ან დაუგეგმავად, მოკლე ვადით, ეზრდებათ თანამშრომლების საჭიროება. ასევე, ღირებული სერვისია მათთვის, ვისაც პროექტული სამუშაოებისთვის სჭირდება თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა. ასევე, თუ კომპანიას პროტოკოლით შეზღუდული აქვს ორგანიზაციაში ან ცალკეულ დეპარტამენში შიდა თანამშრომელთა რაოდენობა და სჭირდება დამატებითი ადამიანური რესურსი, რომელიც არაა კომპანიის ბალანსზე.
Outstaffing მომსახურება დამკვეთი კომპანიისათვის უზრუნველყოფს:
- დამატებითი ადამიანური რესურსების მობილიზებას
- მოქნილობას კომპანიის პოლიტიკისა და პროტოკოლის დარღვევის გარეშე
- ადგილობრივ შრომის სამართლებრივ რეგულაციებზე მორგებას
- რისკების დაზღვევას და ხარჯების ოპტიმიზაციას
- მეტ კონცენტრაციას ძირითად თანამშრომლებზე
- ადმინისტრირების რუტინული პროცესისა და და მისთვის საჭირო რესურსების თავიდან არიდებას
- ხელფასისა და ხელფასთან გათანაბრებული ხარჯების მართვას
მოსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
აუთსტაფინგის მომსახურეობაში შედის:
- პირადი საქმეების შექმნა
- შრომითი და მომსახურების ხელშეკრულებების გასაფორმებელი პოზიციების განსაზღვრა
- თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების პროცესის მართვა
- თანამშრომელთა ხელშეკრულებების ვადების და პირობების კონტროლი. ვადის ამოწურვისას უშუალო ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასების მიღება
- თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება
- მესამე პირებთან ურთიერთობა: სადაზღვეო კომპანია, ბანკი, მობ ოპერატორი, შრომის ინსპექცია, დასაქმების დეპარტამენტი და სხვა
- „არსებითი პირობების“ (სტრუქტურის, თანამშრომლეთა პოზიციის, ანაზღაურების, სამუშაო საათების და სხვა არსებითი პირობების) ცვლილებების მართვა
- ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე, დამატებითი შვებულებების, Day off-ების მართვა
- საჭიროების შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილების და სახელფასო ცნობების გადაცემა
- Payroll
ჩვენი მიდგომა:
One Point- ში აუთსტაფინგის მომსახურეობის მრავალწლიანი გამოცდილება და პორტფელი გვაქვს. გამოვირჩევით მრავალფეროვანი ბიზნეს ინდუსტრიების ცოდნით და კლიენტ კომპანიის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამუშაო პროცესით:
- აუთსტაფინგის პროცესის დაწყებამდე One Point- ის გუნდი შეისწავლის დამკვეთი კომპანიის მიზნებსა და ინტერესებს;
- მიღებულ ინფორმაციას გაუკეთდება ანალიზი და შედგება სამუშაო გეგმა და თაიმლაინები;
- აუთსტაფინგის აღსრულება მოხდება შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად.