კანდიდატთა რეზერვის ფორმირება
მომსახურების აღწერა
კანდიდატთა რეზერვის ფორმირება გულისხმობს კომპანიის მიმდინარე და სამომავლო საჭიროებების შესაბამისად პოტენციური კანდიდატების იდენტიფიცირებას, შეფასებასა და კანდიდატთა ბაზის შექმნას, რაც პოზიციების უფრო სწრაფ და ეფექტიან შევსებას უზრუნველყოფს.
ეს მომსახურება ეხმარება:
- კომპანიებს, რომლებიც რეგულარულად ასაქმებენ სპეციალიზებულ ან საოპერაციო პერსონალს;
- საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ან რეგიონულ ბაზარზე კანდიდატთა მოძიებას გეგმავენ;
- კომპანიებისთვის, რომლებიც ზრდისა და გაფართოების გეგმების ფარგლებში წინასწარ ქმნიან კანდიდატთა რეზერვს;
- ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ შერჩევის პროცესის კონფიდენციალურად წარმართვა, საჯარო ვაკანსიების გამოქვეყნების გარეშე.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point ფლობს ISO 9001 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც უზრუნველყოფს ყველა პროექტის დოკუმენტირებული და სტანდარტიზებული პროცესით მართვას.
პროექტები იმართება ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული შერჩევის პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შექმნილ, მუდმივად განახლებად კანდიდატთა ბაზას, მოიცავს შერჩევის სრულ ციკლს თითოეული პროექტის ფარგლებში და მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის ეფექტიანობას. სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით კლიენტებს შეუძლიათ რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია კანდიდატებისა და შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.