ფეიროლი

 

მომსახურების აღწერა 

ფეიროლის მომსახურება გულისხმობს ხელფასისა და ხელფასთან გათანაბრებულ ხარჯებთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვებას და კალკულაციას. მომსახურების ფარგლებში დამკვეთი კომპანიის თანამშრომელთა ანაზღაურების პროცესის სრულ ადმინისტრირება ხორციელდება One Point -ის მიერ. მომსახურება მოიცავს ხელფასების დაანგარიშებასა და გაცემას, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას.
One Point უზრუნველყოფს სახელფასო პროცესების სიზუსტეს, დროულობასა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, რაც ორგანიზაციებს ადმინისტრაციული დატვირთვის შემცირებასა და ოპერაციულ ეფექტიანობაზე ფოკუსირების შესაძლებლობას აძლევს.

ეს მომსახურება ეფექტური გადაწყვეტაა:

  • მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის,
  • ბიზნესისთვის, რომელებიც მუშაობენ კომპლექსური საბონუსე სისტემებით
  • საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში იწყებენ ოპერირებას.

მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

 

როგორ ვმუშაობთ

One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.