HR აუდიტი
მომსახურების აღწერა
HR აუდიტი გულისხმობს პროექტულ სტრატეგიულ HR თანამშრომლობას, რომლის მიზანია ორგანიზაციის ადამიანური რესურსების ფუნქციის ეფექტიანობის, შესაბამისობისა და ხარისხის შეფასება და იმ საკითების იდენტიფიცირება, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას.
One Point აუდიტის პროცესში აფასებს დამკვეთი კომპანიის HR ფუნქციის შესაბამისობას შრომის კანონმდებლობასთან, შიდა პოლიტიკებთან და საერთაშორისო პრაქტიკებთან. ეს საშუალებას იძლევა შემცირდეს ოპერაციული და შესაბამისობის რისკები, გაუმჯობესდეს პროცესების ეფექტიანობა და შეიქმნას მყარი საფუძველი ორგანიზაციის მდგრადი ზრდისთვის.
შედეგად ორგანიზაცია იღებს HR ფუნქციის შესაბამისობის მკაფიო და ობიექტურ სურათს მოქმედ პოლიტიკებთან, პროცესებთან და სამართლებრივ მოთხოვნებთან მიმართებაში, რაც საშუალებას იძლევა გამოავლინოს არსებული ხარვეზები და გაუმჯობესების შესაძლებლობები. ამავდროულად, HR აუდიტი ამცირებს შრომით-სამართლებრივ და საოპერაციო რისკებს, და ქმნის მყარ საფუძველს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანობის ზრდისთვის.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.