სწავლება და განვითარება L&D
მომსახურების არწერა
სწავლებისა და განვითარება (L&D) გულისხმობს პროექტულ HR თანამშრომლობას, რომლის მიზანია ორგანიზაციაში სწავლების საჭიროებების დადგენა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება თანამშრომელთა სწავლების, განვითარების და უწყვეტი პროფესიული ზრდის სისტემების მეშვეობით. ის ეხმარება ორგანიზაციებს განსაზღვრონ ინდუსტრიისთვის კრიტიკული კომპეტენციები, ლიდერობის სხვადასხვა დონეზე საჭირო უნარები და ის სასწავლო მიმართულებები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებს.
One Point ორგანიზაციებს ეხმარება სისტემური განვითარების ჩარჩოს შექმნით, რომელიც ერთჯერად და რეაქტიულ სასწავლო აქტივობებს ანაცვლებს სტრუქტურირებული, გაზომვადი და ბიზნესზე მორგებული განვითარების მიდგომით. ეს მოიცავს სასწავლო სისტემების დიზაინს, რომელიც აძლიერებს თანამშრომელთა კომპეტენციებს, ზრდის პროდუქტიულობას, ჩართულობას და აუმჯობესებს შიდა მობილობას.
შედეგად დამკვეთი ორგანიზაცია იღებს თანამშრომელთა განვითარების მდგრად სისტემას, რომელიც მიზანმიმართულად უჭერს მხარს ორგანიზაციის ზრდასა და ბიზნესის მიზნების მიღწევას.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.