კრიტიკული პოზიციების უწყვეტობის უზრუნველყოფა
მომსახურების აღწერა
კრიტიკული პოზიციების უწყვეტობის უზრუნველყოფა გულისხმობს პროექტულ HR თანამშრომლობას, რომლის მიზანია ბიზნეს რისკების შემცირება, კრიტიკული და მაღალი დონის პოზიციებისთვის პოტენციური ჩამნაცვლებლების სისტემური იდენტიფიცირების, შეფასებისა და განვითარების გზით.
ეს მომსახურება პასუხობს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ გამოწვევას - როგორ გააგრძელოს ორგანიზაციამ წარმატებული საქმიანობა მაშინ, როდესაც კრიტიკული პოზიციები ტოვებენ კომპანიას, გადადიან სხვა როლზე ან იცვლიან ფუნქციას.
ეს მიდგომა აძლიერებს ორგანიზაციულ მდგრადობას და უზრუნველყოფს ოპერაციების უწყვეტობას. ამავდროულად, სისტემა ზრდის თანამშრომელთა ჩართულობას მკაფიო კარიერული განვითარების შესაძლებლობების შექმნით, იცავს ინსტიტუციურ ცოდნას და ამცირებს ოპერაციულ და ფინანსურ რისკებს.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.