სტრატეგიული HR მრჩეველი TOP მენეჯმენტისთვის

 

მომსახურების აღწერა

სტრატეგიული HR მრჩეველი TOP მენეჯმენტისთვის წარმოადგენს გრძელვადიანი პარტნიორობის მოდელს, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელებს თავაზობს უწყვეტ, სტრატეგიულ კონსულტაციასა და პრაქტიკულ მხარდაჭერას.
მომსახურების მიზანია კომპანიის მენეჯმენტის დახმარება HR მონაცემებსა და საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა ადამიანური რესურსების მართვა და ორგანიზაციული განვითარება სრულ შესაბამისობაში მოვიდეს კომპანიის ბიზნეს მიზნებთან.
მომსახურება განკუთვნილია როგორც TOP, ისე საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, რომელთაც სჭირდებათ ექსპერტული ცოდნა ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. ეს პარტნიორობა განსაკუთრებით ღირებულია კომპანიის სწრაფი ზრდის, რესტრუქტურიზაციის, ბაზარზე გაფართოების ან კულტურული ტრანსფორმაციის ეტაპებზე.

საკონსულტაციო მომსახურებები მოიცავს:

  • ყოველდღიურ სტრატეგიულ HR მხარდაჭერას
  • ერთჯერად HR კონსულტაციას
  • პროექტულ HR მხარდაჭერას
  • HR ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერას
  • ორგანიზაციების შერწყმისა და შესყიდვის პროცესის HR მხარდაჭერას
  • ბაზარზე გაფართოების HR მხარდაჭერას
  • ორგანიზაციული შემცირების (Downsizing) პროცესების მხარდაჭერას

მომსახურების შედეგად დამკვეთი ორგანიზაცია იღებს გაძლიერებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებებს და HR სისტემებს, რომლებიც ეფექტიანად უჭერს მხარს ბიზნესის ზრდას, თანამშრომელთა ჩართულობას და ორგანიზაციის გრძელვადიან განვითარებას.

მოსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

როგორ ვმუშაობთ


One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.