შერჩევის თანმდევი მომსახურებები

მომსახურების აღწერა


ქვემოთ ჩამოთვლილი სერვისები ხელმისაწვდომია როგორც დამოუკიდებლად, ასევე შესაძლებელია მათი ინტეგრირება One Point-ის შერჩევის ნებისმიერ მომსახურებასთან.
One Point ფლობს ISO 9001 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც უზრუნველყოფს ყველა პროექტის სტანდარტიზებული, დოკუმენტირებული და გამჭვირვალე პროცესით მართვას.

1. სამუშაოს ანალიზი და როლის განსაზღვრა 
შერჩევის პროცესის წარმატება სწორად განსაზღვრული პოზიციით იწყება.
ეს მომსახურება ორგანიზაციებს ეხმარება როლის მკაფიო ფორმულირებაში და მოიცავს პოზიციის მიზნების, პასუხისმგებლობების, საჭირო კომპეტენციების, წარმატების კრიტერიუმებისა და იდეალური კანდიდატის პროფილის განსაზღვრას.

2.  კონსულტაცია ანაზღაურების შესახებ 
პოზიციისთვის სწორი საკომპენსაციო პაკეტის განსაზღვრა შერჩევის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ეს მომსახურება კომპანიებს სთავაზობს მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება კონკრეტული პოზიციისთვის ბაზართან შესაბამისი და კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი. შედეგად, კომპანია ზრდის შესაბამისი კანდიდატების მოზიდვისა და წარმატებული დასაქმების შესაძლებლობას.

3. კანდიდატის ტესტირება და პროფაილინგი
ეს მომსახურება უზრუნველყოფს კანდიდატების ობიექტურ შეფასებას პროფესიულ ცოდნის, კოგნიტიური უნარებისა და ქცევითი მახასიათებლების მიხედვით, რაც კომპანიებს ეხმარება უფრო ზუსტი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.
შეფასების შედეგები ამცირებს რისკებს, ზრდის შერჩევის ხარისხს და ავსებს ინტერვიუს პროცესში მიღებულ ინფორმაციას.
One Point-ის ტესტირებისა და პროფაილინგის მომსახურება მოიცავს პროფესიულ და ტექნიკურ ტესტებს, კოგნიტიური და ანალიტიკური უნარების შეფასებას, ფსიქომეტრულ და პიროვნულ შეფასებებს (DISC-ისა და MBTI-ის მეთოდოლოგიების გამოყენებით), ასევე  სტრუქტურირებულ, კომპეტენციებზე დაფუძნებულ ინტერვიუებს.

4. წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების მხარდაჭერა 
ვერბალური შეთავაზებიდან კონტრაქტის ხელმოწერამდე პერიოდი შერჩევის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი რისკის ეტაპია.
ეს მომსახურება მოიცავს სრულ პროცესს - შეთავაზების შეთანხმებიდან თანამშრომლის ონბორდინგამდე. მომსახურება უზრუნველყოფს ანაზღაურების, ბენეფიტებისა და დასაქმების პირობების ეფექტიან შეთანხმებას, საქართველოს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისი შრომითი კონტრაქტისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას. ამავდროულად, კომპანია იღებს მხარდაჭერას თანამშრომლობის დაწყებამდე პოზიციის ძირითადი შედეგებისა და შესრულების მაჩვენებლების (KPI) შეთანხმებაში. შედეგად, ახალი თანამშრომელი საქმიანობას იწყებს კომპანიის საჭიროებებთან თანხვედრაში მყოფი მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებითა და პასუხისმგებლობებით.

5. გასაუბრების პროცესის დაგეგმვა და მხარდაჭერა 
გასაუბრების ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს შერჩევის პროცესის შედეგიანობას.
ეს მომსახურება კომპანიებს ეხმარება სტრუქტურირებული და ეფექტიანი გასაუბრების პროცესის შექმნაში, რომელიც უზრუნველყოფს კანდიდატების ობიექტურ შეფასებას, ზრდის შერჩევის ხარისხს და ამავდროულად კანდიდატებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის. მომსახურების ფარგლებში მუშავდება კომპეტენციებზე მორგებული კითხვარები, გასაუბრების ეტაპები, შეფასების ფორმები და გადაწყვეტილების მიღების კრიტერიუმები, რაც ზრდის შერჩევის ხარისხსა და თანმიმდევრულობას.

6. ვაკანსიის გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნება
იმ პოზიციებისთვის, სადაც ფართო და საერთაშორისო კანდიდატთა ბაზაზე წვდომა აუცილებელია, ვაკანსიების გლობალურ პლატფორმებზე განთავსება მნიშვნელოვნად ზრდის შესაბამისი კანდიდატების მოზიდვის შესაძლებლობას.
მომსახურება მოიცავს ვაკანსიების გამოქვეყნებას LinkedIn-სა და წამყვან საერთაშორისო დასაქმების პლატფორმებზე, ასევე პოზიციისა და სამიზნე აუდიტორიისთვის მორგებული ვაკანსიის ტექსტების მომზადებას, რაც ზრდის ვაკანსიის ხილვადობას, კანდიდატების ჩართულობას და კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, მიმზიდველობას.

მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან