ფეიროლი გლობალური ბაზრებისთვის
მომსახურების აღწერა
გლობალური ბაზრებზე ფეიროლის მომსახურება უზრუნველყოფს სახელფასო პროცესების სრულ მართვას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციასა და ქვეყანაში დასაქმებულ საერთაშორისო გუნდებს მართავენ.
საზღვრებს შორის სახელფასო ადმინისტრირება ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ოპერაციული გამოწვევაა სწრაფად მზარდი საერთაშორისო ბიზნესებისთვის.
One Point ქმნის ცენტრალიზებულ სახელფასო ადმინისტრირების მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების სტანდარტიზაციას, ერთიანი მართვის წერტლს და სრულ გამჭვირვალობას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ქვეყანაში ხორციელდება საქმიანობა.
შედეგად, მცირდება ადმინისტრაციულ დატვირთვა და მენეჯმენტს შეუძლია ნაცვლად რთული სახელფასო პროცესების მართვისა, ფოკუსირდეს ბიზნესის ზრდასა და სტრატეგიულ განვითარებაზე.
გლობალურ ბაზრებზე ფეიროლის მომსახურება ხელმისაწვდომია როგორც დამოუკიდებელი სერვისი, ასევე One Point Outsourcing-ის მომსახურების დამატებითი კომპონენტი და სრულად ინტეგრირდება არსებულ HR, შესაბამისობისა და ანგარიშგების მომსახურებებთან.
მოსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.