დისტანციური HR გუნდი
დისტანციური HR გუნდი

მომსახურების აღწერა

დისტანციური HR გუნდის მომსახურება გულისხმობს კომპანიის HR ფუნქციის სრულ მხარდაჭერას One Point-ის ოფისიდან, რაც დამკვეთს ადამიანური რესურსების მართვის მომსახურების სრულად დისტანციურად მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ამ მომსახურების ფარგლებში ორგანიზაციები იღებენ სწრაფ, კვალიფიციურ და შრომით რეგულაციებთან სრულად შესაბამის HR მხარდაჭერას, ლოკალურად სამუშაო სივრცისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოწყობის საჭიროების გარეშე.
დისტანციური HR გუნდი უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის სრულ ციკლს. ორგანიზაციის მენეჯერებსა და თანამშრომლებს HR მხარდაჭერაზე წვდომა აქვთ წინასწარ შეთანხმებული ციფრული არხების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მომსახურების უწყვეტობასა და ეფექტიანობას ნებისმიერი ადგილმდებარეობიდან.
მომსახურება განსაკუთრებით ეფექტურია დისტანციურ სამუშაო მოდელზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც უცხოეთიდან მართავენ საქართველოში დასაქმებულ თანამშრომლებს, და იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ოპერაციულ მოქნილობას პროფესიონალურ HR მხარდაჭერასთან აერთიანებენ.

მოსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

 

როგორ ვმუშაობთ


One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.