HR სტრატეგია
მომსახურების აღწერა
HR სტრატეგიის შემუშავება უზრუნველყოფს სტანდარტიზებულ, მასშტაბირებად და ბიზნესზე ორიენტირებულ HR სისტემას, რომელიც ზრდის ორგანიზაციის ოპერაციულ ეფექტიანობას, აძლიერებს ლიდერულ პოტენციალს, ხელს უწყობს ცვლილებების მართვას და ქმნის მდგრად კონკურენტულ უპირატესობას.
HR სტრატეგია აყალიბებს ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ხედვასა და სამოქმედო ჩარჩოს, რომელიც მოიცავს სამუშაო ძალის სტრატეგიულ დაგეგმვას, მოზიდვასა და განვითარებას, თანამშრომელთა ჩართულობისა და პროდუქტიულობის ზრდას, შესრულების მართვასა და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებას.
თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკის ინტეგრირებით, HR ფუნქცია ადმინისტრაციული როლიდან ბიზნესის გადაწყვეტილებების მხარდამჭერ სტრატეგიულ პარტნიორად გარდაიქმნება. შედეგად, ორგანიზაციას შეუძლია დროულად გამოავლინოს სამუშაო ძალასთან დაკავშირებული რისკები, დაგეგმოს რესურსები, შეამციროს თანამშრომელთა გადინებით გამოწვეული ფინანსური დანაკარგები და უზრუნველყოს კრიტიკული პოზიციების უწყვეტობა.
ეს მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციებისთვის, სადაც HR-ის ძირითადი ოპერაციული პროცესები უკვე ფუნქციონირებს, თუმცა არ არსებობს ბიზნეს სტრატეგიასთან სრულად ინტეგრირებული HR სტრატეგია, ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიანი ხედვა და მკაფიო სამოქმედო გეგმა.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.