საკომპენსაციო და რანჟირების სისტემები
მომსახურების აღწერა
საკომპენსაციო და რანჟირების სისტემების შექმნა გულისხმობს პროექტულ სტრატეგიულ HR თანამშრომლობას, რომლის მიზანია გამჭვირვალე, სამართლიანი და თანმიმდევრული ანაზღაურების ჩარჩოს ჩამოყალიბება ორგანიზაციაში. ეს სისტემა უზრუნველყოფს ანაზღაურების შესაბამისობას ორგანიზაციულ სტრუქტურასთან, სამუშაოს სირთულესთან და ბიზნესის შედეგებთან.
საკომპენსაციო და რანჟირების სისტემების შექმნა უზრუნველყოფს ორგანიზაციულ გამჭვირვალობას და განსაზღვრავს მკაფიო კარიერულ გზებსა და დაწინაურების ლოგიკას, რაც შესაძლებელს ხდის პროგნოზირებას სამუშაო ძალის დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესებში.
წარმატებული დანერგვის შედეგად დამკვეთ კომპანიაში იზრდება თანამშრომლების ნდობა, უმჯობესდება საკვანძო პროფესიონალების შენარჩუნება, ძლიერდება სამუშაო ძალის სტაბილურობა და პროგნოზირებადი ხდება ანაზღაურების ხარჯების მართვა, რაც დადებითად აისახება საერთო მომგებიანობასა და ოპერაციულ ეფექტიანობაზე.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.