Tech რეკრუტინგი
მომსახურების აღწერა
Tech და IT კანდიდატების შერჩევის ფარგლებში, მოვიზიდავთ და შეგირჩევთ ტექნოლოგიური და ციფრული პროფილის პროფესიონალებს. მომსახურება მოიცავს როგორც ტექნიკური ექსპერტების (Software Engineer, Data Analyst, Data Scientist, DevOps Engineer, Cybersecurity Specialist), ასევე ტექნოლოგიური მიმართულებების მენეჯერული და აღმასრულებელი პოზიციების (CTO, CIO, Head of Engineering, IT Director) საუკეთესო კანდიდატების იდენტიფიცირებასა და კომპანიასთან დაკავშირებას, თანამედროვე რეკრუტინგული მეთოდოლოგიებისა და ბაზრის სიღრმისეული ანალიზის საშუალებით.
ჩვენ ვფარავთ ტექნოლოგიური მიმართულებების ფართო სპექტრს, მათ შორის:
- პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრები, დეველოპერები და არქიტექტორები;
- ITინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები;
- მონაცემთა მეცნიერები (Data Scientists), Machine Learning ინჟინრები და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები;
- პროდუქტის მენეჯერები (Product Managers) და UX/UI დიზაინერები;
- IT ლიდერული პოზიციები - CTO, VP of Engineering, Head of Product, Head of Data და სხვა.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point ფლობს ISO 9001 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც უზრუნველყოფს ყველა პროექტის დოკუმენტირებული და სტანდარტიზებული პროცესით მართვას.
პროექტები იმართება ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული შერჩევის პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შექმნილ, მუდმივად განახლებად კანდიდატთა ბაზას, მოიცავს შერჩევის სრულ ციკლს თითოეული პროექტის ფარგლებში და მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის ეფექტიანობას. სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით კლიენტებს შეუძლიათ რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია კანდიდატებისა და შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.