რეკრუტინგი

 

მომსახურების აღწერა

რეკრუტინგის მომსახურება არის სტრატეგიული პროცესი, რომელიც კომპანიებს ეხმარება მოიზიდონ და დაასაქმონ პროფესიონალები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამებიან ბიზნესის საჭიროებებს, ორგანიზაციულ კულტურასა და გრძელვადიან მიზნებს.
One Point უზრუნველყოფს თანამშრომელთა შერჩევის სრულ ციკლს - ბიზნესის საჭიროებების ანალიზიდან კანდიდატის წარმატებულ დასაქმებამდე. საჭიროების შემთხვევაში, პროცესი იმართება სრულად კონფიდენციალურად.
ჩვენი მიდგომა აერთიანებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, AI-ით მხარდაჭერილ CRM/ATS სისტემასა და სხვადასხვა ინდუსტრიაში დაგროვილ გამოცდილებას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევამციროთ პოზიციის შევსების დრო, უზრუნველვყოთ საუკეთესო შესაბამისობის მქონე კანდიდატების შერჩევა და მინიმუმამდე დავიყვანოთ ვაკანტური პოზიციებით გამოწვეული ბიზნესრისკები.

One Point შერჩევის მიმართულებით დამკვეთ კომპანიებს სთავაზობს შემდეგ მომსახურებებს:

მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

როგორ ვმუშაობთ

One Point ფლობს ISO 9001 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერტიფიკატს, რაც უზრუნველყოფს ყველა პროექტის დოკუმენტირებული და სტანდარტიზებული პროცესით მართვას.
შერჩევის პროექტები იმართება ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებული შერჩევის პლატფორმის მეშვეობით, რომელიც აერთიანებს კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შექმნილ, მუდმივად განახლებად კანდიდატთა ბაზას, მოიცავს შერჩევის სრულ ციკლს თითოეული პროექტის ფარგლებში და მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის ეფექტიანობას. სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული პლატფორმის მეშვეობით კლიენტებს შეუძლიათ რეალურ დროში მიიღონ ინფორმაცია კანდიდატებისა და შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
კომპანია არის United Nations Global Compact-ისა და Women’s Empowerment Principles-ის (WEP) ინიციატივის წევრი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.