HR ოპერაციებისა და პოლიტიკების შემუშავება
მომსახურების აღწერა
HR ოპერაციებისა და პოლიტიკების შემუშავება გულისხმობს პროექტულ სტრატეგიულ HR თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანური რესურსების ოპერაციების გარდაქმნას სტანდარტიზებულ, გამჭვირვალე და სტრუქტურირებულ ორგანიზაციულ პროცესებად.
One Point ეხმარება ორგანიზაციებს ზუსტად განსაზღვრონ, რომელი HR აქტივობები საჭიროებს ფორმალიზებულ პროცესებს, როგორ უნდა იყოს სტრუქტურირებული პასუხისმგებლობები და რომელი პროცედურები უნდა არეგულირებდეს ყოველდღიურ HR ოპერაციებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანმიმდევრულობა, ანგარიშვალდებულება და ოპერაციული ეფექტიანობა.
შემუშავებული პრაქტიკული HR პოლიტიკები და ოპერაციული სახელმძღვანელოები ქმინიან ძლიერ საფუძველის HR-ის ფუნქციის სტანდარტიზაციის, გაციფრულების, ავტომატიზაციისა და მომავალი ორგანიზაციული ზრდისთვის.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.