საბონუსე სისტემის შექმნა და დანერგვა

 

მომსახურების აღწერა

გაყიდვების გუნდის ანაზღაურების სისტემის შექმნა და დანერგვა წარმოადგენს პროექტულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიანი, გამჭვირვალე და ბიზნესის მიზნებთან სრულად შესაბამისი კომპენსაციის სისტემის შექმნას.
ხშირად კომპანიებში საბონუსე სქემები არ ეფუძნება სწორ ბიზნეს პარამეტრებს და აცდენილია სტრატეგიულ მიზნებს, შედეგად არაეფექტურად სტრუქტურირებული გაყიდვების სისტემა ხდება შემოსავლების ზრდის შეფერხებისა და ფულადი ნაკადების არაპროგნოზირებადობის მიზეზი.
One Point ამ გამოწვევას აგვარებს გაყიდვების ისეთი ანაზღაურების სისტემის შექმნითა და დანერგვით, სადაც მიზნები მკაფიოა, წამახალისებელი მექანიზმები სამართლიანი და მიღწევადი, რაც დამკვეთი კომპანიისთვის ეს უზრუნველყოფს გაყიდვების შედეგების გაუმჯობესებას, შემოსავლების ზრდას და პროგნოზირებადი კომერციული ფუნქციის ჩამოყალიბებას.

მოსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან


როგორ ვმუშაობთ


One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.