სამუშაო პოზიციების ანალიზი და აღწერა JD
მომსახურების აღწერა
სამუშაო პოზიციების ანალიზი და აღწერა გულისხმობს პროექტულ HR თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციაში არსებული პოზიციების ღრმა ანალიზს, პასუხისმგებლობების მკაფიოდ ჩამოყალიბებას და სამუშაო ფუნქციების ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
One Point უზრუნველყოფს თითოეული პოზიციისთვის მკაფიო პასუხისმგებლობების, კომპეტენციებისა და ანგარიშგების განსაზღვრას, რის შედეგადაც დამკვეთ ორგანიზაციაში ყალიბდება სტრუქტურირებული სისტემა, სადაც პასუხისმგებლობები გამჭვირვალეა, მოლოდინები მკაფიო, ხოლო HR პროცესები უფრო ეფექტიანი და თანმიმდევრული. ეს ხელს უწყობს დამკვეთ კომპანიაში ორგანიზაციული სიცხადის გაძლიერებას, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის ზრდასა და მასშტაბირებადი, სტრუქტურირებული HR ფუნქციის ჩამოყალიბებას
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.