ვინ ვართ ჩვენ
One Point HR Outsourcing 2019 წლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ეხმარება ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვასა და ორგანიზაციულ განვითარებაში. კომპანია აერთიანებს HR Outsourcing-ს, Recruitment-ს, HR Consulting-სა და დამსაქმებლის ბრენდის მიმართულებებს, რათა ბიზნესებს შეუქმნას მათ საჭიროებებზე მორგებული, გამართული და შედეგზე ორიენტირებული HR სისტემები.
One Point-ის სამუშაო პროცესები ეფუძნება ISO 9001 ხარისხის მართვის სტანდარტს, თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკულ HR ექსპერტიზას, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, გაამარტივონ HR პროცესები, შეამცირონ საოპერაციო რისკები და მეტი რესურსი მიმართონ ბიზნესის განვითარებაზე.
One Point არის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) ოფიციალური წევრი და ყოველდღიურ საქმიანობაში ნერგავს ადამიანის უფლებების, შრომის სტანდარტების, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის საერთაშორისო პრინციპებს.
One Point არ არის მხოლოდ HR სერვისის მიმწოდებელი - კომპანია აქტიურად მონაწილეობს HR ინდუსტრიის ფორმირებაში საქართველოში.
ექსპერტული ხედვებით, ანალიტიკის წარმოებით, პრაქტიკაზე დაფუძნებული პუბლიკაციებითა და საჯარო გამოსვლებით ჩვენ ვაყალიბებთ დისკუსიას ისეთ კრიტიკულ თემებზე, როგორიცაა ორგანიზაციული ეფექტიანობა, დამსაქმებლის ბრენდი, თანამედროვე HR ტექნოლოგიები და სხვა.
One Point - სანდო HR პარტნიორი ბიზნესის განვითარებისთვის.
მისია და მიზანი
ჩვენ გვჯერა, რომ ცვლილება ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. სწორედ ამიტომ, One Point-ის მისიაა იყოს პოზიტიური ცვლილებების შემოქმედი ადამიანებისა და ორგანიზაციებისთვის.
ჩვენი ხედვაა საქართველოში HR-ის როლის ტრანსფორმაცია - საოპერაციო ფუნქციიდან ბიზნესის სტრატეგიულ პარტნიორამდე, რომელიც ადამიანებს, ორგანიზაციულ კულტურასა და ბიზნესის მიზნებს ერთიან სისტემაში აერთიანებს.
ადამიანები ნებისმიერი ორგანიზაციის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. სწორედ ამიტომ, თანამედროვე HR პრაქტიკის, ბიზნესის სიღრმისეული ცოდნისა და ინოვაციური მიდგომების გაერთიანებით, ვქმნით სისტემებსა და სამუშაო გარემოს, სადაც ადამიანები ვითარდებიან, გუნდები ძლიერდებიან და ბიზნესი უკეთეს შედეგებს აღწევს.
ჩვენი მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო HR პრაქტიკის დანერგვით გავაძლიეროთ ორგანიზაციების შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათ მდგრად განვითარებას.
სრული HR მომსახურება!
ჩვენი გუნდი
ნინო ნიაური
თათია ტურაშვილი
ირინა ჯავახაძე
ვერიკო ქაქუჩაია
ნინი მარეხაშვილი