კორპორაციული კულტურის განვითარება

 

მომსახურების აღწერა

კორპორაციული კულტურის განვითარება ეხმარება ორგანიზაციებს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნაში, რომელიც აძლიერებს თანამშრომელთა ჩართულობას, გუნდურობას, პროდუქტიულობას და ხელს უწყობს ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას.
თანამედროვე კონკურენტულ გარემოში კორპორაციული კულტურა აღარ წარმოადგენს HR-ის მხოლოდ დამატებით მიმართულებას - ის პროდუქტიულობის, თანამშრომელთა შენარჩუნების, ლიდერული ხედვისა და გუნდურობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია.კომპანიაში კორპორაციული კულტურის შეფასების შემდგომ, One Point ახორციელებს ინიციატივებსა და ღონისძიებებს, მათ შორის:

  • თანამშრომელთა ჩართულობის აქტივობებს
  • გუნდურობის განვითარების პროგრამებს
  • შიდა და გასვლით ღონისძიებებს

აღნიშნული აქტივობები განიხილება არა როგორც ცალკეული ღონისძიებები, არამედ როგორც ორგანიზაციული კულტურის განვითარების სისტემური ინსტრუმენტები. კორპორაციული კულტურის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანიზაციის სწრაფი ზრდის, სტრუქტურული ცვლილებების ან გუნდების გაერთიანების პროცესში. ასევე მაშინ, როდესაც ორგანიზაცია მიზნად ისახავს შიდა თანამშრომლობის გაძლიერებასა და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას.

მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

როგორ ვმუშაობთ


One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.