შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და გაზომვა
მომსახურების აღწერა
შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა მიზნად ისახავს ინდივიდუალური, გუნდური და ორგანიზაციული შედეგების ბიზნესის სტრატეგიულ მიზნებთან თანხვედრის უზრუნველყოფას.
მომსახურება მოიცავს KPI-ების (ძირითადი შესრულების ინდიკატორების) სისტემის შემუშავებას, მიზნების მიხედვით მართვის (MBO) და OKR (მიზნებისა და საკვანძო შედეგების) მეთოდოლოგიების დანერგვას, კომპეტენციებისა და ქცევითი კომპეტენციების შეფასების მოდელების შექმნას, შესრულების შეფასების პროცესების აღწერას, 360° უკუკავშირის სისტემების დანერგვას, შეფასების შედეგების კალიბრაციის პროცესის ჩამოყალიბებას, თანამშრომელთა განვითარების გეგმების შემუშავებას და მენეჯერთა მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას სამართლიანი, გამჭვირვალე და შედეგებზე ორიენტირებული მართვის პრაქტიკის დასამკვიდრებლად.
მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მსხვილი ორგანიზაციებისთვის და ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ბიზნესებისთვის, რომლებიც საჭიროებენ სტრუქტურირებულ მიდგომას თანამშრომელთა შესრულების სტრატეგიულ მიზნებთან დასაკავშირებლად და შედეგებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურის ჩამოსაყალიბებლად.
მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან
როგორ ვმუშაობთ
One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.