ახალი კომპანიის ფორმირება

მთავარი - ახალი კომპანიის ფორმირება

ახალი კომპანიის ფორმირება

ახალი ბიზნესის ნულიდან დაწყება ამაღელვებელი და გამოწვევებით სავსე პროცესია, რომელსაც ხშირად ახლავს საწყისი წერტილების ბუნდოვანება. ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ბიზნესის დაწყებისას არის დეტალური და მეთოდური გეგმის შექმნა თავიდანვე განსაზღვრული კონკრეტული მიზნებითა და ამოცანებით, რომელიც განსაზღვრავს, იქნება თუ არა თქვენი წამოწყება წარმატებული.

One point -ის გუნდი და გამოცდილება თქვენს სამსახურშია, რათა დაგეხმაროთ თავიდან აიცილოთ  დაუგეგმავი და არასწორი სამუშაო პროცესებისგან გამოწვეული ზედმეტი ფინანსური და დროითი დანახარჯი.

ახალი კომპანიის ფორმირებაში One Point-ის ჩართულობა მნიშვნელოვანი ბენეფიტების მომტანია თუ:

  • არ არსებობს ზედმიწევნით ცხადი წარმოდგენა ბიზნეს პროცესებსა და საჭირო რესურსებზე.
  • რთულია ზუსტი რაოდენობების, კომპეტენციების, კვალიფიკაციებისა და სახელფასო პოლიტიკის განსაზღვრა.
  • გაცნობიერებულია საწყის ეტაპზე მხარდაჭერის საჭიროება.

One point - ის ჩართულობა დამკვეთი კომპანიებისათვის უზრუნველყოფს:

  • ბიზნეს პროცესების ბიზნესის იდეასთან შესაბამისობაში მოყვანას
  • ბიზნესის საჭიროების მიხედვით განსაზღვრული კომპეტენციების თანამშრომლების მოძიებას
  • სწორად განაწილებულ ადამიანურ რესურსებს და სწორად დაგეგმილი სახელფასო ხარჯებს
  • ბიზნესის ბაზარზე დროში გაწერილი გეგმის მიხედვით გაშვებას
  • მაღალ საოპერაციო ეფექტიანობას პირველი შემოსავლების გენერირების პროცესში.

კითხვების შემთხვევაში, დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

დოკუმენტები რომლებიც კომპანიაში რჩება:

  • ბიზნეს პროცესების რუკა
  • ორგანიზაციული სტრუქტურა
  • საშტატო ერთეულები და რაოდენობები
  • სახელფასო და საკომპენსაციო სისტემა
  • სამუშაოს აღწერილობები (job Descriptions) 

ჩვენი მიდგომა:

  • One Point –ის გუნდი გამოირჩევა სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მრავალწლიანი დაგროვილი გამოცდილებით, რაც საშუალებას გვაძლევს ბიზნესი გავაძლიეროთ კონკრეტულად მის ამოცანებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისებითა და გადაწყვეტებით.
  • ახალი ბიზნესის ფორმირება ნულოვანი წერტილიდან ჩვენი ექსპერტიზის სფეროა, რომელშიც შთამბეჭდავი პორტფელი გვაქვს ადგილობრივ ბაზრის ლიდერ პარტნიორ კომპანიებში.