განათლებიდან კარიერამდე - თანამშრომლობა, რომელიც სტუდენტებს რეალურ შესაძლებლობებთან დააკავშირებს
დღევანდელ სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე ახალი თაობისთვის მხოლოდ თეორიული ბაზის ფლობა საკმარისი აღარ არის. ახალგაზრდებს სჭირდებათ რეალურ გამოწვევებთან შეხება, სექტორის ლიდერებისგან გამოცდილების გაზიარება და სივრცე, სადაც საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას შეძლებენ.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, HR აუთსორსინგულმა კომპანია One Point-მა და ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
One Point-ისა და GAU-ს გაერთიანება რამდენიმე მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას მოიცავს:
- სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ პროფესიული სტაჟირება და ჩაერთონ რეალურ ბიზნესპროცესებში, რაც მათ დასაქმების ალბათობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
- One Point-ის HR ექსპერტები სტუდენტებს გაუზიარებენ ბაზრის თანამედროვე ტრენდებს, ადამიანური რესურსების მართვის საუკეთესო პრაქტიკებსა და რჩევებს.
- ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივები: დაიგეგმება თემატური ვორქშოფები, მასტერკლასები და პროექტები, რომლებიც სტუდენტებს პროფესიული უნარ-ჩვევების დახვეწაში დაეხმარება.
„ჩვენი ორგანიზაციული ფილოსოფიის მთავარი ბირთვი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა. გვჯერა, რომ ძლიერი შრომის ბაზარი იქმნება მაშინ, როდესაც ბიზნესი აქტიურად მონაწილეობს სტუდენტის პროფესიონალად ჩამოყალიბების პროცესში. GAU-სთან თანამშრომლობა მოგვცემს საშუალებას, ახალგაზრდებს ავუმაღლოთ მოტივაცია და მივცეთ მათ სწორი მიმართულება მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლისთვის - აღნიშნავს ნინო ნიაური, One Point-ის მმართველი პარტნიორი
კერძო სექტორის ამ ხედვას სრულად იზიარებს აკადემიური სფეროც. უნივერსიტეტისთვის ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა სწორედ იმ პრაქტიკული ღირებულების შექმნას ემსახურება, რაც სტუდენტებს თანამედროვე შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანად ჩამოყალიბებაში ეხმარება.
„GAU-ის მისია ყოველთვის იყო ისეთი გარემოს შექმნა, სადაც აკადემიური ცოდნა მჭიდროდ არის დაკავშირებული პრაქტიკულ გამოცდილებასთან და შერწყმულია აუცილებელ კომუნიკაციის უნარებთან. One Point-თან ჩვენი პარტნიორობა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის - მიიღონ რეალური ბიზნესგამოცდილება, ითანამშრომლონ HR ექსპერტებთან და დარგის წამყვან პროფესიონალებთან და საფუძველი ჩაუყარონ წარმატებულ კარიერას,“ - აღნიშნავს დოქტორი რ. მაიკლ ქოვგილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი და თანადამფუძნებელი.