კომპანიის ზრდის ბარიერები: რატომ ვერ იზრდება კომპანია, როდესაც მისი პროდუქტი ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს?

ბევრი დამფუძნებელი საკუთარ საქმეს იმ მყარი რწმენით იწყებს, რომ თუ მათი პროდუქტი ან სერვისი მაღალი ხარისხისაა, წარმატება და მასშტაბირება თავისთავად მოჰყვება.

რეალური ბიზნესპრაქტიკა სრულიად განსხვავებულ სურათს გვიჩვენებს. McKinsey-ის მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ პანდემიამდე პერიოდში მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები წლიურად საშუალოდ მხოლოდ 2.8 პროცენტით იზრდებოდა. ამასთანავე, ყოველი რვიდან მხოლოდ ერთი კომპანია ახერხებდა წლიურად 10 პროცენტზე მეტი ზრდის ტემპის შენარჩუნებას. ეს მონაცემები ადასტურებს, რომ სტაბილური კომპანიის ზრდა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა და მას მხოლოდ მაღალი ხარისხის შეთავაზება ვერ განაპირობებს.

მაინც რატომ ვერ იზრდება კომპანია? რა უშლის ხელს წინსვლას მაშინაც კი, როდესაც მომხმარებელს მართლაც საუკეთესო პროდუქტს სთავაზობენ? ამ ბლოგში დეტალურად განვიხილავთ იმ მიზეზებს, რომლებიც ბიზნესის გაფართოებას აფერხებს, და განვმარტავთ, თუ რა უდევს საფუძვლად ბიზნესის ზრდის პრობლემების გადაჭრასა და ორგანიზაციის მდგრად განვითარებას.

ბაზარი, მომხმარებელი და პროდუქტი: სად იწყება რეალური ზრდა 

ბიზნესის სფეროში მოღვაწე მკვლევრები და პრაქტიკოსები უკვე დიდი ხანია, შეთანხმდნენ ერთ მნიშვნელოვან დაკვირვებაზე: ახალი სტარტაპები თუ უკვე არსებული კომპანიები უმეტესად არა პროდუქტის დაბალი ხარისხის, არამედ მყიდველთა ნაკლებობის გამო ჩერდებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეთავაზება შეიძლება ტექნიკურად გამართული და უნაკლო იყოს, თუმცა მენეჯმენტს არ ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა, ვინ, რა მიზეზით, რა ფასად ან რა პირობებში იყიდის მას.

ამის ყველაზე თვალსაჩინო ისტორიული მაგალითია ამერიკული კომპანია Webvan. გასული საუკუნის ბოლოს მათ გადაწყვიტეს, სასურსათო პროდუქტების ონლაინ მიწოდების სერვისით ბაზარზე ნამდვილი რევოლუცია მოეხდინათ. კომპანიამ მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია მოიზიდა, ააშენა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომატიზებული საწყობები, შეკრიბა დიდი გუნდი და მასშტაბურ ოპერაციებზე გადავიდა. ერთი შეხედვით, პროცესები სწორად ვითარდებოდა, თუმცა ბიზნესი რამდენიმე წელიწადში სრულიად გაკოტრდა.

მარცხის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ Webvan-მა მასშტაბები გაზარდა იქამდე, სანამ დარწმუნდებოდა, ჰყავდა თუ არა საკმარისი მყიდველი იმ მოცულობის შესანარჩუნებლად, რაც ასეთ გიგანტურ ინფრასტრუქტურას სჭირდებოდა. ამ მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ სწრაფი გაფართოება და დიდი ფინანსური რესურსი ვერ ჩაანაცვლებს იმის ცოდნას, თუ ვის და როგორ აწვდით პროდუქტს.

ომერციული წარმატების შიდა ბარიერები 

Harvard Business Review-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მენეჯერების უმრავლესობას აქვს საკუთარი გუნდის ნდობა ახალი პროდუქტის შექმნის ნაწილში, თუმცა ნაკლებად სჯერათ, რომ ამ პროდუქტის ეფექტურ გაყიდვას შეძლებენ. ასე ჩნდება კომერციალიზაციის ხარვეზი, ანუ სივრცე კარგ იდეასა და რეალურ ფინანსურ შემოსავალს შორის.

ეს გამოწვევა, როგორც წესი, შიდა ორგანიზაციული ხარვეზებიდან გამომდინარეობს. როდესაც კომპანიის ზრდისას პრობლემები იჩენს თავს, ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ ორგანიზაციას აკლია გამართული შიდა პროცესები, სწორად შერჩეული ტალანტები და მკაფიო მიმართულება. შესაბამისად, კომპანიის განვითარების პრობლემები მართვის ხარვეზებთან უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული, ვიდრე უშუალოდ პროდუქტის თვისებებთან.

რა აფერხებს კომპანიის განვითარებას

პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, თუ რა აფერხებს კომპანიის განვითარებასა და მის ზრდას. ძირითადად გამოიკვეთილია სამი მთავარი შიდა ფაქტორი:

  • პირველი ფაქტორი გახლავთ გუნდი, რომელიც ზრდის ტემპს ვერ ეწევა. თუ ორგანიზაცია სწორ ტალანტებს დროულად ვერ მოიზიდავს, პროდუქტის წინსვლაც შეფერხდება. კომპანიის გაფართოებას სჭირდება შესაბამისი კომპეტენციის მქონე ადამიანები, რომლებიც ახალ მასშტაბებს გაუმკლავდებიან. ამიტომ პროფესიონალურად დაგეგმილი რეკრუტინგი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.
  • მეორე ფაქტორი გაურკვეველი პასუხისმგებლობებია. როდესაც თანამშრომლებს მკაფიოდ არ აქვთ გადანაწილებული მოვალეობები, სამუშაო პროცესები ნელდება, იზრდება დუბლირებული საქმეების წილი და შეცდომების რაოდენობა იმატებს. სამუშაო პოზიციების ანალიზი და აღწერა ამ ბუნდოვანებას აქრობს და სტრუქტურაში წესრიგი შეაქვს.
  • მესამე ფაქტორი გაუწერელი პროცესებია. პატარა გუნდში გამოწვევები ხშირად ინტუიციითა და ზეპირი შეთანხმებებით გვარდება, თუმცა მასშტაბის გაზრდასთან ერთად ეს მიდგომა წყვეტს ეფექტურობას. გამართული ბიზნეს პროცესების მართვა ორგანიზაციას ეხმარება, გაფართოების ნებისმიერ ეტაპზე სტაბილურობა და მოწესრიგებული სამუშაო რიტმი შეინარჩუნოს.

როდესაც აღნიშნული საკითხები დროულად არ გვარდება, კომპანიის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები გროვდება და ბიზნესი ზრდის ტემპის შენელების ან სტაგნაციის რისკის წინაშე დგება.

ქართული ბიზნესის კონტექსტი

ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციების დიდი ნაწილი დღეს ამ გამოწვევის წინაშე დგას. ანვითარების საწყის ეტაპზე ბიზნესი ხშირად დამფუძნებლის ენერგიას, გამოცდილებასა და უშუალო ჩართულობას ეყრდნობა. ეს მოდელი გარკვეულ ეტაპამდე ეფექტიანად მუშაობს და ხშირად კომპანიის პირველ წარმატებებსაც განაპირობებს. თუმცა, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდასთან, ფუნქციების გაფართოებასა და პროცესების გართულებასთან ერთად, მხოლოდ ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული მართვა აღარ არის საკმარისი. 

ამ ეტაპზე კომპანიას უკვე სჭირდება გამართული მართვის სისტემა, მკაფიო პროცესები და გადაწყვეტილებების მისაღებად სანდო მონაცემები. შესაბამისად, ზრდის სტრატეგია მხოლოდ პროდუქტის გაუმჯობესებით ვერ შემოიფარგლება. აუცილებელი ხდება ისეთი ორგანიზაციული გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები, პროცესები და საერთო მიზნები ერთმანეთთან თანმიმდევრულად არის დაკავშირებული. კომპანიის მდგრადი ზრდა სწორედ ამ ელემენტების ერთიან და სისტემურ მართვას ეფუძნება. 

სისტემური მართვა, როგორც მდგრადი ზრდის საფუძველი 

წარმატებული და მზარდი ორგანიზაციები იმით გამოირჩევიან, რომ გაფართოების პროცესს სისტემურად და გეგმაზომიერად მართავენ. მათ შემუშავებული აქვთ მკაფიო HR სტრატეგია, რომელიც ადამიანური რესურსების მართვას ბიზნესის გრძელვადიან მიზნებს უკავშირებს. ამასთანავე, ისინი მუდმივად აკონტროლებენ მიღწეულ შედეგებს: გამართული შეფასების სისტემების შექმნა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას დაინახოს, რომელი მიმართულებები მუშაობს ეფექტიანად და სად არის საჭირო ცვლილებების შეტანა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია გუნდის პროფესიული წინსვლა. თანამშრომელთა სწავლება და განვითარება ეხმარება ორგანიზაციას, გუნდის ცოდნა და უნარები ბაზრის ახალ მოთხოვნებს შეუსაბამოს. 

პერიოდულად კი აუცილებელია არსებული მდგომარეობის ობიექტური შეფასება, სადაც ჩატარებული HR აუდიტი ხარვეზებს იმ ეტაპზევე ავლენს, სანამ ისინი სერიოზულ ბარიერად გადაიქცევა. როდესაც ყველა ეს რგოლი გამართულად მუშაობს, კომპანიის ზრდა ხდება პროგნოზირებადი და სტაბილური.

როგორ ეხმარება One Point კომპანიებს ზრდაში

საკონსულტაციო და HR აუთსორსინგული კომპანია One Point ბიზნესებს ეხმარება, დროულად გამოავლინონ და მართონ ის შიდა ფაქტორები, რომლებიც კომპანიის ზრდას აფერხებს. მიდგომა შემდეგ პრინციპს ეფუძნება: მდგრადი შედეგი მიიღწევა მაშინ, როდესაც ძლიერი გუნდი, გამართული პროცესები და მკაფიო მიზნები ერთიან სისტემად მუშაობს. 

One Point კომპანიებს ეხმარება ისეთი ორგანიზაციული გარემოს შექმნაში, რომელიც ბიზნესის პოტენციალს რეალურ, გაზომვად შედეგებად და მდგრად ზრდად გარდაქმნის. 

გაზიარება: