HR აუთსორსინგი - ბიზნესის ეფექტური გადაწყვეტილება

ბიზნესის წარმოება საინტერესო და მრავალფეროვანი, თუმცა გამოწვევებით სავსე პროცესია. ასეთ დროს ყველა გადაწყვეტილებას გრძელვადიანი გავლენა აქვს ორგანიზაციის საქმიანობაზე. 

 

მაშინ, როცა კომპლექსური ბიზნეს პროცესების  ეფექტიანად მართვა კომპანიებისთვის რთული ხდება, ისინი ხშირად მიმართავენ  სერვისების აუთსორსინგის მეთოდს. სტატისტიკურად კი, აუთსორსზე ყველაზე ხშირად HR სერვისი გადის. 

 

“One Point” HR აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს თანამედროვე და ხარისხზე ორიენტირებულ HR მიდგომებს სთავაზობს. 

ამ ბლოგპოსტის მიზანია, განვიხილოთ HR აუთსორსინგი, მისი სპეციფიკა და რა კრიტერიუმებია  მნიშვნელოვანი აუთსორსინგული კომპანიის შერჩევისას. 

 

HR აუთსორსინგი - რა სარგებელი აქვს მას ბიზნესისთვის?

 

ადამიანური რესურსების აუთსორსინგი მრავალი მიზეზის გამოა კომპანიებისთვის ხელსაყრელი, თუმცა შესაძლებელია მათი 4 ჯგუფად დაყოფა: 

 

ობიექტური შეფასება - HR აუთსორსინგი In-house HR სპეციალისტებისთვის საიმედო  პარტნიორია . ამ გზით, ისინი მესამე პირის ობიექტურ შეფასებას იღებენ კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, HR ანალიტიკისა და ზოგადი საქმიანობის შესახებ. 

იმის გათვალისწინებით, რომ აუთსორსინგული კომპანიის პროფესიონალები არ არიან დამკვეთი ორგანიზაციის შიდა პროცესების ნაწილი, მათ შეუძლიათ ახლებური და კომპეტენტური  ხედვა შესთავაზონ HR მენეჯერებს. 

 

დამატებითი კომპეტენცია - HR აუთსორსინგი საშუალებას მოგცემთ ადამიანური რესურსების მართვა თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვნად გაამარტივოთ და ამ მიმართულებით, თქვენს ორგანიზაციას დამატებითი კომპეტენცია შემატოთ.  მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ორგანიზაციის HR საქმიანობის ეფექტურობას გააორმაგებს, რადგან აუთსორსინგულ კომპანიას დასაქმების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა აქვს. 

 

გაზრდილი წვდომა პროფესიონალებზე - HR აუთსორსინგულ კომპანიებს მაღალი დონის პროფესიონალთა ბაზები აქვთ, რომლიდანაც დამკვეთი კომპანიისთვის შესაფერისი, საუკეთესო პროფესიონალი ირჩევა.  HRM ორგანიზაციები ასევე მართავენ პერსონალის  შერჩევის  სრულ პროცესს. რეკრუტინგის სერვისი სწორედ ამ მიზეზითაა განსაკუთრებით ხელსაყრელი ბიზნესებისთვის. 

 

დროის ეფექტურობა - მაშინ, როცა კომპანია სწრაფი ზრდის გამო თანამშრომლების დიდი რაოდენობის ერთბაშად დაქირავების საჭიროების  წინაშე დგას,  ან  როცა დამწყებ პოზიციებზე თანამშრომელთა დიდი გადინება აქვს,   ადამიანური რესურსების აუთსორსზე გატანა,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგის  მომტანია. 

 

როგორ შევარჩიოთ HR აუთსორსინგული კომპანია?

აუთსორსინგული კომპანია, სასურველია, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიოთ: 

 

მოქნილი სერვისი - აირჩიეთ კომპანია, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენს HR საჭიროებებს, მაგ.: თუ ჰედჰანთინგი გჭირდებათ კონკრეტული პროექტისთვის, კომპანიის სამუშაო სპეციფიკამ ამ სერვისის მიღების შესაძლებლობა უნდა მოგცეთ. 

 

უსაფრთხოება - იმის გათვალისწინებით, რომ HR დეპარტამენტს უამრავ სენსიტიურ ინფორმაციასთან აქვს შეხება (პირადი და სახელფასო მონაცემები, პერფორმანსსა და დისციპლინასთან დაკავშირებული ჩანაწერები), მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელიც ზედმიწევნით იცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულაციებს პირად მონაცემთა დაცვის მიმართულებით. 

 

მასშტაბურობა და ზრდა -  გაითვალისწინეთ თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმებიც და შეარჩიეთ კომპანია, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება თქვენს მოთხოვნებს გრძელვადიან პერსპექტივაში. 

“One Point” თვლის, რომ HR აუთსორსინგი აუცილებლად უნდა პასუხობდეს ბიზნესის მზარდ საჭიროებებს. 

 

HR აუთსორსი - "One Point"-ის მომსახურება

One Point-ში გვჯერა, რომ ცვლილებებისკენ სწრაფვა სიახლის აღმოჩენის ერთ-ერთი მთავარი გზაა, სწორედ ამიტომ, პარტნიორ კომპანიებს უახლესი და გამორჩეული HR მიდგომებით უზრუნველვყოფთ - თანამედროვე ბიზნეს ტენდენციების ცოდნით ვზრდით პარტნიორი კომპანიების პოტენციალს და ვეხმარებით მათ წარმატების მიღწევაში. 

იმის გათვალისწინებით, რომ HR ადმინისტრირება ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ჩვენი მიზანია ადამიანური რესურსების აუთსორსი დამკვეთებისთვის სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ და ქართულ ბაზარზე საუკეთესო HR პრაქტიკები დავნერგოთ.