ბაზარზე შესვლის HR მომსახურებები

სერვისების აღწერა

One Point HR Outsourcing-ის ბაზარზე შესვლის HR მომსახურებები განკუთვნილია საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში საქმიანობის დაწყებას გეგმავენ. ჩვენ მათ ვუჭერთ მხარს ბაზარზე შესვლის შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებიდან ოპერაციული საქმიანობის დაწყებამდე.

One Point ქმნის HR ინფრასტრუქტურას, შრომითი ურთიერთობების მართვის ჩარჩოს, სამუშაო ძალის დაგეგმვის სისტემასა და კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის საჭირო საფუძვლებს, რომლებიც კომპანიას საქართველოში საქმიანობის პირველივე დღიდან გამართულად ფუნქციონირებისთვის სჭირდება. ამასთანავე, ვეხმარებით მენეჯმენტის გუნდებს, უკეთ გაიაზრონ საქართველოს, როგორც ბიზნესსაქმიანობისთვის მიმზიდველი ქვეყნის, ძირითადი უპირატესობები და ეფექტიანად გამოიყენონ ისინი.

ეს არ არის საკონსულტაციო მომსახურება, რომელიც მხოლოდ ანგარიშის მომზადებით სრულდება. ეს არის აქტიური საოპერაციო პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც One Point-ის გუნდი კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად მუშაობს ბაზარზე შესვლისა და საქმიანობის დაწყებისთვის მოსამზადებელი პროცესის ყველა ეტაპზე. ოპერაციების დაწყების შემდეგ თანამშრომლობა შეუფერხებლად შეიძლება გაგრძელდეს One Point-ის HR მომსახურების სხვა მოდელებით, რაც უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტობასა და გრძელვადიან მხარდაჭერას.

მეტი ინფორმაციის მისაღებად, დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან 

როგორ ვმუშაობთ?

ბაზარზე შესვლის HR მომსახურებები ეფუძნება ეტაპობრივ სამუშაო მოდელს, რომელიც მოიცავს საჭიროებების შესწავლასა და დაგეგმვას, HR ინფრასტრუქტურის შექმნას, თანამშრომელთა შერჩევასა და ადაპტაციას, ასევე გამართული საოპერაციო პროცესების კლიენტისთვის გადაბარებას.

მომსახურების დაწყებისთანავე ყველა სამუშაოს მოცულობა და შედეგი განისაზღვრება სამუშაოს შესრულების დოკუმენტში (Statement of Work), რომელშიც მკაფიოდ არის გაწერილი ვადები, პასუხისმგებლობები და შესასრულებელი ამოცანები.

One Point HR Outsourcing-ის პროცესები ეფუძნება ISO 9001 ხარისხის მართვის სტანდარტებს. ყველა საჭირო დოკუმენტი, შრომითი ხელშეკრულება, HR პოლიტიკა და კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის აუცილებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მზადდება ქართულ ენაზე, ხოლო ინგლისური თარგმანები მომსახურების სტანდარტული ნაწილია.

One Point-ის გუნდს აქვს საერთაშორისო კომპანიების მხარდაჭერის პრაქტიკული გამოცდილება საქართველოს მარეგულირებელ და ბიზნესგარემოში საქმიანობის დასაწყებად. ბაზარზე შესვლის მთელი პროცესის განმავლობაში კომპანია კლიენტისთვის წარმოადგენს ერთიან პროფესიულ პარტნიორს, რომელიც უზრუნველყოფს საჭირო HR კომპეტენციას, პროცესების კოორდინაციასა და შესაბამის მხარდაჭერას.

 

 

გაზიარება: