სწავლა და კარიერა – One Point-სა და ალტე უნივერსიტეტის თანამშრომლობა

ახალგაზრდების უმეტესობას სკოლის დამამთავრებელ საფეხურზე უჩნდება კითხვა, რომელზეც ყველა მშობელი თუ ახლობელი პასუხს ელოდება: „რა პროფესიას ავირჩევ?" ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საბაზრო მოთხოვნაზე დამყარებული, კონკრეტული და ვალიდური ინფორმაციაა საჭირო, რაც ხშირად პრობლემაა. 

პროფესიული ორიენტაცია, ანუ პროფორიენტაცია, სწორედ ის პროცესია, რომელიც ახალგაზრდას ეხმარება, გაიგოს, სად ერწყმის მისი ინტერესები, შესაძლებლობები და ბაზრის მოთხოვნები ერთმანეთს. თუ ეს სწავლის ადრეულ ეტაპზე არ განისაზღვრა, საბოლოოდ მოსწავლის მიერ გარე ზეწოლით, ოჯახის მოლოდინით ან  შემთხვევითობის გამო არჩეული პროფესია იქნება ამ პროცესის შედეგი. 

OECD-ის კვლევა, რომელიც შრომის ბაზრის ინფორმაციის განათლებასა და პროფესიული არჩევანის როლს შეისწავლის, ადასტურებს, რომ ინფორმაციაზე წვდომა თავისთავად საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, ამ ინფორმაციამ სწორ დროს, შესაბამის კონტექსტში და საჭირო ადამიანების მეშვეობით მიაღწიოს მათთან, ვისაც სჭირდება. სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას ემსახურება HR აუთსორსინგული კომპანია “One Point-ისა” და  “ალტე უნივერსიტეტის” თანამშრომლობის მემორანდუმი. 

ვინ არიან ამ ამბის მოქმედი პირები?

“ალტე უნივერსიტეტი” საქართველოში პროფესიული ორიენტაციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უმაღლესი სასწავლებელია. მისი მიდგომა, რომ კარიერული განვითარება სწავლის განუყოფელი ნაწილია, პრაქტიკული ნაბიჯებით ვლინდება: ფორუმები, ღია შეხვედრები, ბანაკები, ონლაინ სერიები. ეს ყველაფერი სტუდენტებისთვის რეალურ კონტაქტებსა და გამოცდილებებს ქმნის.

“One Point” კი HR აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ბიზნეს ინდუსტრიაზე მორგებული, გამორჩეული HR პრაქტიკებითა და გადაწყვეტებით უზრუნველყოფს, მათ შორის HR აუდიტი და რეოგანიზაცია. მემორანდუმის ფარგლებში კი კომპანია “ალტე უნივერსიტეტის” მთავარი პარტნიორია ამ მიმართულებით.   


თანამშრომლობის მემორანდუმი 

2025 წლის მაისში “ალტე უნივერსიტეტსა” და “One Point-ს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი საშუალებით,  სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაწევრიანდნენ “One Point-ის” ტალანტების ბაზაში და სხვადასხვა პოზიციაზე გახდნენ კანდიდატები. ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ბაზართან კავშირი შეიძლება, სწავლის დასრულებამდეც გაჩნდეს. 

ეს მიდგომა სწორედ პროფორიენტაციის პერსპექტივიდან არის მნიშვნელოვანი. ადამიანი, რომელსაც სტუდენტობის დროს რეალურ HR პროცესებთან, კომპანიების მოლოდინებთან და ბაზრის ტენდენციებთან ჰქონდა შეხება, ბევრად გაცნობიერებულ კარიერულ გადაწყვეტილებებს იღებს. 

მემორანდუმის გაფორმებიდან მალევე გაიმართა “One Point Meetups-ის” პირველი შეხვედრა AI-სა და კარიერული განვითარების შესახებ. სტუდენტებმა HR პროფესიონალებისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა იცვლება თანამედროვე რეკრუტინგში, როგორ მოერგონ ამ ცვლილებებს და რა კომპეტენციებია ყველაზე პრიორიტეტული. ეს ფორმატი, რომელიც კონკრეტული თემის ირგვლივ გამოცდილი სპეციალისტებისგან მოსაზრებების მოსმენასა და მათთან დიალოგის ფორმატში საუბარს გულისხმობს, ამ პარტნიორობის განმსაზღვრელი ნიშანი გახდა. 

One Point x Alte – ახალი ინიციატივები

“ალტე უნივერსიტეტის” პროექტებმა, რომლებიც მემორანდუმის ფარგლებში  “One Point-თან” პარტნიორობით ხორციელდება, 2026 წლის გაზაფხულზე უფრო კონკრეტული ფორმა შეიძინა.

„პროფესიების რეგიონული ტურნეს" ფარგლებში ქუთაისში ჩატარდა ფორუმი, რომელმაც XI-XII კლასის 100-ზე მეტი მოსწავლე გააერთიანა. One Point-ის წარმომადგენლებმა, ბაზრის ტენდენციებზე, მოთხოვნად მიმართულებებსა და პროფესიის არჩევისას გასათვალისწინებელ ფაქტორებზე ისაუბრეს და გააზიარეს პრაქტიკული და რეალური რჩევები. ღონისძიება ვიქტორინით დასრულდა, გამარჯვებულებმა ალტე უნივერსიტეტის კარიერული ბანაკის საგზური მოიპოვეს. 

“ალტე უნივერსიტეტის” “Tik Tok LIVE” სერიის ფარგლებში თანამედროვე ტენდენციებისა და სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის გათვალისწინებით One Point-ის კონსულტანტმა ისაუბრა თემაზე - “როგორ ავირჩიოთ პროფესია”. მსგავსი ინიციატივები ახალგაზრდებისთვის ინფორმირებული კარიერული არჩევანის მხარდაჭერის გზაა, რომმელიც განათლებისა და ბიზნესის ერთმანეთთან დაახლოებას უწყობს ხელს.  

„კარიერული განვითარების ბანაკი 2026" ასევე ბაქსვუდის სკოლასთან ერთად განხორციელებული პროექტია, რომელიც ამ წელს მესამედ ტარდება. 8-10 მაისს, ბაქსვუდის სკოლის წყნეთის კამპუსში, XI-XII კლასის მოსწავლეები სამ დღეს ატარებენ პროფესიული ორიენტაციის ვორქშოპებზე, ალტეს დეკანებთან და პროგრამების ხელმძღვანელებთან შეხვედრებზე და კარიერული დაგეგმვის ტრენინგებსა თუ პიროვნული განვითარების სესიებში მონაწილეობენ. ბანაკი ღიაა საქართველოს ნებისმიერი რეგიონის მოსწავლისთვის, ხოლო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ალტეს 1000-ლარიანი სასწავლო გრანტის მოპოვება.

სტუდენტებისთვის ეს პარტნიორობა ორ კონკრეტულ გზას ხსნის. პირველი – One Point-ის კარიერულ პლატფორმაზე ჩართვაა, სადაც ტალანტების ბაზაში გაწევრიანება და კონკრეტულ პოზიციებზე განაცხადის გაგზავნა სწავლის დასრულებამდე ხდება შესაძლებელი. მეორე – პირდაპირი კავშირი HR პროფესიონალებთან, ფორუმებისა და LIVE შეხვედრების გზით, სადაც კითხვებს პასუხობენ ადამიანები, რომლებსაც რეალურ ბაზარზე მოთხოვნად უნარებსა და პროფესიებზე ყოველდღიური დაკვირვების საშუალება აქვთ. 

ახალგაზრდა, რომელიც ადრეულ ეტაპზე ხვდება, რა არის ბაზრის მოთხოვნა და როგორ იკვეთება ის მის ინტერესებთან, სასწავლო პროგრამის შერჩევისას ბევრად ნაკლებ შეცდომას უშვებს. პროფორიენტაცია ამ ეტაპზე ყველაზე სასარგებლოა. 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი უფრო ფართო კონტექსტში?

“Euroguidance-ის” მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში კარიერული ორიენტაციის სერვისები 2015 წლიდან ვითარდება. 2024 წელს მიიღეს სტრატეგია, რომელიც 2030 წლამდე ყველა დონის განათლებაში ამ სერვისების გაფართოებას ითვალისწინებს. ეს კარგია იმ შემთხვევაში, თუ სტრატეგია ყოველდღიურ პრაქტიკად გარდაიქმნება. უმაღლეს განათლებაში კი, “Euroguidance-ის” მიხედვით, კოოპერაცია განათლების სექტორსა და კერძო სექტორს შორის ჯერ კიდევ ყალიბდება.

სწორედ ამ ფონზე “One Point-ისა” და “ალტეს”თანამშრომლობა არ არის მხოლოდ ორი ორგანიზაციის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება. ის ბევრად დიდი პროცესის ნაწილია, როცა სწავლა და კარიერა ნამდვილად ერთ, განუწყვეტელ პროცესად, კონკრეტული ნაბიჯების მიხედვით განიხილება.