One Point AmCham Georgia-ს წევრი გახდა!

One Point შეუერთდა AmCham Georgia-ს - საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას საქართველოში.

ჩვენთვის ეს წევრობა წარმოადგენს შესაძლებლობას, გავხდეთ კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო ბიზნეს ქსელის ნაწილი, გავაძლიეროთ თანამშრომლობა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, მივიღოთ წვდომა საუკეთესო პრაქტიკებზე და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები პროფესიული ზრდის, პარტნიორობებისა და ბიზნესის მდგრადი განვითარებისათვის.

ამგვარი პლატფორმები ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს გამოცდილების გაზიარებისთვის, ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებისთვის და იმ ტენდენციების უკეთ გააზრებისთვის, რომლებიც დღეს ბიზნესგარემოს განვითარებას განსაზღვრავს.

 

რა არის AmCham Georgia?

AmCham Georgia ქვეყნის უმსხვილესი საერთაშორისო ბიზნეს პალატაა, რომელიც 260-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოში ბიზნესგარემოს, ინვესტიციებისა და კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობაში.

პროფესიულ შეხვედრებთან ერთად, AmCham Georgia-ს მრავალფეროვანი სოციალური და ქსელური ღონისძიებები გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო ახლოს დავუკავშირდეთ საქართველოში მოქმედ დიდ ბიზნესებსა და საერთაშორისო კომპანიებს. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანური კაპიტალის განვითარება სწორედ ღია ბიზნესდიალოგის, სექტორებს შორის თანამშრომლობისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის საფუძველზე ძლიერდება.

ამ ურთიერთობებისა და ბიზნესთან მუდმივი კომუნიკაციის პარალელურად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისიც, რომ AmCham Georgia აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო და რეგულაციურ პროცესებში, რომლებიც საქართველოში ბიზნესგარემოსა და კომპანიების საქმიანობაზე ახდენს გავლენას. 

One Point-ისთვის ამ პროცესებთან ახლოს ყოფნა ხელს უწყობს უკეთ დაინახოს ბიზნესის მიმდინარე საჭიროებები, გამოწვევები და განვითარების მიმართულებები, გააზიაროს საკუთარი ექსპერტიზა ფართო პროფესიულ წრესთან და ამ ცოდნაზე დაყრდნობით კიდევ უფრო ეფექტიანად დაუჭიროს მხარი კომპანიებს თანამედროვე, მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული HR სისტემების შექმნაში.

თანამედროვე HR სტანდარტების გაძლიერება საქართველოში 

ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე HR სტანდარტების გაძლიერება საქართველოში მხოლოდ ცალკეული კომპანიის ამოცანა არ არის. ეს არის საერთო პროფესიული დღის წესრიგი, რომელიც მოითხოვს თანამშრომლობას, ცოდნის გაზიარებას, საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ რეალობაზე მორგებას, რომლებიც კომპანიებს ეხმარება გამჭვირვალე, სამართლიანი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნაში.

AmCham Georgia-ს წევრობა One Point-ისთვის სწორედ ამ პროცესის ნაწილია.

ჩვენ ვხედავთ ამ ნაბიჯს როგორც შესაძლებლობას, გავაძლიეროთ პარტნიორობები, გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება, დავუკავშირდეთ პროგრესულ ბიზნესებს და უფრო აქტიურად შევიტანოთ ჩვენი წვლილი საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარებაში.

დღეს, როდესაც კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ თანამშრომლების გამოცდილების, ჩართულობის, ლიდერობის ხარისხის, ორგანიზაციული კულტურისა და ეფექტური HR სისტემების მნიშვნელობას, One Point მზად არის იყოს საიმედო პარტნიორი მათთვის, ვინც ადამიანების განვითარებას ბიზნესის განვითარების აუცილებელ პირობად ხედავს.