როგორ მივიღო მონაწილეობა „მერიტოს“ დაჯილდოებაში?

დაჯილდოებაში მონაწილეობა შეუძლია ბიზნესის სფეროს ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს. თუ თვლი, რომ შენ მიერ 2023 წლის განმავლობაში ინიცირებულმა პროექტმა, მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა კომპანიას, მაშინ მიიღე მონაწილეობა.

გაეცანით დაჯილდოვების წესებსა და პირობებს

 

გაეცანით დაჯილდოების „მერიტო“ წესებს და პირობებს. გაიგეთ მეტი მონაწილეობის პირობებზე და ჟიურის მუშაობის პროცესზე. დარწმუნდით, რომ თქვენი წარსადგენი პროექტი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

 დაჯილდოება - “მერიტოს” წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს “მერიტოს” დაჯილდოების ღონისძიების წესებს და პირობებს. დოკუმენტში ასახულია ღონისძიების ორგანიზატორების, ჟიურის წევრებისა და მონაწილეების უფლებები და ვალდებულებები.

ტერმინები და განმარტებები

დაჯილდოების ორგანიზატორები - ჯგუფი, რომელიც შეიქმნა და გაერთიანდა დაჯილდოების ჩატარების იდეის გარშემო და უშუალოდ არის პასუხისმგებელი, მის ობიექტურად, მიუკერძოებელად და მაღალი ხარისხით ჩატარებაზე.

ჟიურის წევრები - დაჯილდოების ორგანიზატორების მიერ, უშუალოდ და მაღალი სანდოობით შერჩეული, ბიზნესის სფეროს ექსპერტები, რომელთა ვალდებულებაა კონკურსის მონაწილეთა ობიექტური შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა.

მონაწილეები - კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კოლეგები, ან/და ე.წ ფრილანსერები, რომელთაც, შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი პროექტი და რომლებმაც წარადგინეს თავი დაჯილდოებაზე.

 

  •  დაჯილდოების "მერიტო" გამოცხადება

 

1.1 დაჯილდოება ცხადდება საჯაროდ

1.2 დაჯილდოების გამოცხადების საჯაროობაზე და ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზატორს

1.3 განაცხადის ფორმა, რომელიც დაჯილდოებაში მონაწილეობის მსურველმა კომპანიის წარმომადგენელმა/ფიზიკურმა პირმა ელექტრონულად უნდა შეავსოს, ქვეყნდება ვებ-გვერდზე www.onepoint.ge 

 

  • დაჯილდოებაში მონაწილეობა

 

2.1 დაჯილდოებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი კომერციული ან არაკომერციული ორგანიზაციის თანამშრომელს, ორგანიზაციის მიერ წარდგენის საფუძველზეც, ან/და ე.წ ფრილანსერს/ფიზიკურ პირს. 

2.2  დაჯილდოების გამოცხადების თარიღები არის საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.

2.3 განაცხადების მიღება იწყება დაჯილდოების გამოცხადებისთანავე, წლის პირველ კვარტალში.

2.4 განსახილველად წარდგენილი პროექტი ინიცირებული უნდა იყოს გასულ წელს.

2.5 კომპანიები არ არიან შეზღუდული განსახილველად წარდგენილი პროექტების რაოდენობაში.

 

  • ჟიურის მუშაობის წესები,  შეფასება და დაჯილდოების პირობები

 

3.1 მონაწილეებს აფასებენ ამისთვის შესაბამისად შერჩეული და დამოწმებული ჟიურის წევრები.

3.2 ჟიურის თითოეულ წევრს აქვს ხმათა თანაბარი უფლება და მონაწილის შეფასებისას, ზედმიწევნით ხელმძღვანელობს, წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებითა და წესებით.

3.4 გამარჯვებულები გამოვლინდებიან ქულებზე დაფუძნებული სისტემით. იმარჯვებს მონაწილე, რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას.

3.5 ჟიურის წევრების მუშაობის პროცესი, დრო და ადგილმდებარეობა კონფიდენციალურია;

 

  • დაჯილდოების ორგანიზატორების უფლებები და ვალდებულებები:

 

4.1 დაჯილდოების ორგანიზატორები ვალდებულნი არიან:

  • ზედმიწევნით დაიცვან დაჯილდოების ჩატარების პირობები;
  • დროულად განაცხადონ დაჯილდოების დაწყების თარიღის, პირობებისა და ღონისძიების შესახებ;
  • უზრუნველყონ დაჯილდოების მაქსიმალური გამჭვირვალობა და ობიექტურობა;
  • დაიცვან მონაწილეთა და ჟიურის უფლებები;
  • შეუქმნას ჟიურის წევრებს ყველა პირობა მონაწილეების დროული და სათანადო შეფასებისთვის;
  • მოდერაცია გაუწიონ ჟიურის მუშაობას და ვადებს;
  • მოდერაცია გაუწიონ ჟიურის სხდომებს და დაიცვან კონფიდენციალურობა;
  • უზრუნველყონ მონაწილეთა გაშუქება შესაბამის მედია საშუალებებში;
  • შეაგროვონ, დაამუშავონ და გადასცენ შემოსული განაცხადები ჟიურის წევრებს შემდგომი განხილვის მიზნით;

4.2 დაჯილდოების ორგანიზატორები უფლებამოსილნი არიან:

  • მოითხოვონ მონაწილესგან დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ;
  • გადაამოწმონ დაჯილდოების მონაწილეების მიერ განაცხადის ფორმაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე და სისწორე;
  • მოთხოვონ დაჯილდოებაში მონაწილეს, წარდგენილი განაცხადის დადასტურება შესაბამისი კომპანიისგან;
  • ინდივიდუალური მონაწილის ფოტო-ვიდეოგადაღების, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის გამოყენების, პერსონალური ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით გავრცელების (ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი, ვებ.გვერდი, ლიფლეტი, ბუკლეტი და ა.შ);
  • დაჯილდოების მონაწილეების მიერ განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია მიაწოდონ ჟიურის წევრებს შესაფასებლად და გამარჯვებულის გამოსავლენად;
  • ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოავლინონ გამარჯვებული.
  • არ მიიღონ განაცხადი, თუკი ის ან მისი წარმდგენი ეწინააღმდეგება საზოგადოდ მიღებულ ეთიკას და ღირებულებებს.

 

 

  • ჟიურის წევრების უფლებები და ვალდებულებები:

 

5.1 ჟიურის წევრები ვალდებულნი არიან:

  • ზედმიწევნით დაიცვან დაჯილდოების ჩატარების პირობები;
  • გაეცნონ თითოეული მონაწილის პროექტს, დაესწრონ მონაწილეებთან გასაუბრებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეაფასონ და გამოავლინონ გამარჯვებული ობიექტურად და მიუკერძოებლად;
  • არ განიხილონ, არ გაამჟღავნონ, არ იმსჯელონ საზოგადოებაში, მონაწილე პროექტებზე, როგორც დაჯილდოების მიმდინარეობის, ასევე დასრულების შემდგომ;
  • დაჯილდოების დაწყებამდე განაცხადონ ნებისმიერი ნათესაური კავშირის ან/და პირდაპირი კომერციული ინტერესის შესახებ ამა თუ იმ დაჯილდოების მონაწილესა თუ წარმდგენი კომპანიის დამფუძნებლებისა და ტოპ მენეჯმენტის წევრების მიმართ.
  • შეაფასონ თითოეული პროექტი წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილი შეფასების სისტემის შესაბამისად და მიანიჭონ შესაბამისი ქულა; 
  • დაიცვან და პატივი სცენ ჟიურის სხვა წევრების მოსაზრებებს;
  • დაიცვან კონფიდენციალურობა და საიდუმლოდ შეინახონ ინფორმაცია ჟიურის მუშაობის შესახებ; 

5.2 ჟიურის წევრები უფლებამოსილნი არიან:

  • მოითხოვონ მონაწილესგან დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ;
  • გადაამოწმონ მონაწილის მიერ განაცხადის ფორმაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტე და სისწორე;
  •  შეაფასონ და გამოავლინონ დაჯილდოების გამარჯვებულები;

 

 

  • მონაწილეების უფლებები და  ვალდებულებები:

 

6.1 მონაწილეები ვალდებულნი არიან:

  • ზედმიწევნით დაიცვან დაჯილოების მონაწილეობის პირობები;
  • დაჯილდოებაში მონაწილეობის მისაღებად შეავსონ განაცხადის ფორმა;
  • დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში, დროულად წარადგინონ  სრულყოფილი ინფორმაცია; აქვე, გაცნობიერებული აქვთ, რომ განაცხადის შევსებისას მიზანმიმართული დეზინფორმაცია გამოიწვევს მონაწილის დისკვალიფიკაციას;
  • წარადგინონ მხოლოდ სწორი, გადამოწმებული და უტყუარი ინფორმაცია; 
  • დაჯილდოების დაწყებამდე განაცხადონ ნებისმიერი ნათესაური კავშირის ან/და პირდაპირი კომერციული ინტერესის შესახებ, ჟიურის ნებისმიერი წევრის მიმართ;  
  • დაიცვან წინამდებარე წესები;

 

 

  • მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:

 

7.1 პროექტის ორგანიზატორებს, ჟიურის და სპონსორებს.

7.2 კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც ეწინააღმდეგება გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს. https://unglobalcompact.ge/10-principi/

7.3 კონკურსში არ განიხილება პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს მოხმარება-გასაღებასა და აზარტულ თამაშებთან.

პროექტის გავლენა - შეფასდეს პროექტი რამდენად ღირებული და სარგებლის მომტანია სფეროსთვის

პროექტის კრეატიულობა და ინოვაციურობა - შეფასდეს რამდენად ახალი და უნიკალურია პროექტი. შეფასდეს პროექტის განხორციელებისას გამოყენებული ინოვაციური და კრეატიული მიდგომები. პროექტზე მუშაობისას კონკურსანტმა რამდენად გამოავლინა პრობლემების გადაჭრის და შედეგის მიღების ახლებური მეთოდები.

პროექტის კომპლექსურობა - შეფასდეს პროექტი მასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეების ან სხვადასახვა გამოწვევების გადალახვის გათვალისწინებით.

 

კრიტერიუმი

ქულა

შეწონვის კოეფიციენტი

გავლენა

100

1

კრეატიულობა და ინოვაციურობა

100

0.7

კომპლექსურობა

100

0.5