One Point – HR Outsourcing ISO-9001 სერტიფიცირებულია - გზა ახალი სტანდარტისკენ
ბიზნესის ზრდას თავისებური სირთულეები ახლავს.
თანამშრომლების, დოკუმენტაციის, მონაცემების მატება, რომელიც მუდმივ კონტროლს საჭიროებს.
ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ზრდა სტრუქტურით უნდა იყოს მხარდაჭერილი. სტრუქტურით, რომელიც გამყარებული იქნება ნდობით, დისციპლინით, მკაფიოდ განსაზღვრული პროცესებით და სრული პასუხისმგებლობით.
სწორედ ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, პროცესები უფრო ფორმალიზებული გაგვეხადა და ISO სერტიფიცირების გზით ხარისხზე დაფუძნებული მართვის სისტემა დაგვენერგა.
გზა სერტიფიცირებამდე
სერტიფიცირებამდე კომპანიამ გაიარა მნიშვნელოვანი შიდა პროცესი:
- განხორციელდა არსებული პროცესების სიღრმისეული ანალიზი;
- HR მომსახურებების სტანდარტიზაცია ერთიანი ხარისხის ჩარჩოში;
- დოკუმენტირებული პროცედურების ჩამოყალიბება;
- შიდა კონტროლისა და მონიტორინგის მექანიზმების დანერგვა.
ეს ყველაფერი უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, განმეორებადობასა და უწყვეტ გაუმჯობესებას.
რატომ ISO 9001:2015?
ISO 9001 გვაძლევს შესაძლებლობას, ხარისხის მართვა ინტეგრირებული იყოს ბიზნეს სტრატეგიაში და არ დარჩეს მხოლოდ კონტროლის მექანიზმად. სტანდარტი აძლიერებს კლიენტებზე ორიენტირებულ მიდგომას, რისკების მართვასა და უწყვეტი გაუმჯობესების კულტურას, რაც სრულად შეესაბამება ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიყოთ სანდო HR პარტნიორი.
სამომავლო გეგმები
One Point-ის სამომავლო გეგმები მოიცავს:
- მომსახურებების პორტფელის გაფართოებას;
- ახალი ბაზრებისა და საერთაშორისო პროექტების განვითარებას;
- HR პროცესების კიდევ უფრო გაციფრულებას;
- გუნდის პროფესიული განვითარების გაძლიერებას;
- ხარისხის მართვის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებას ISO 9001-ის ფარგლებში.
ჩვენი მიზანია, One Point დარჩეს სანდო HR პარტნიორად, რომელიც კომპანიებს ეხმარება არა მხოლოდ დღევანდელი გამოწვევების გადაჭრაში, არამედ გრძელვადიან წარმატებაში.