ბიზნეს სამიტი "მერიტოს" ყოველწლიური დაჯილდოება

ბიზნეს სამიტები სხვადასხვა სფეროს ლიდერებს, მეწარმეებსა და კერძო კომპანიებში დასაქმებულ სხვა სპეციალისტებს აერთიანებს, რომლებსაც ბიზნესში სიახლეებისა და ერთმანეთისთვის ცოდნისა და გამოცდილებების გაზიარება სურთ. ასეთი ღონისძიებები ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნეს სფეროების მომავლის ფორმირების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 



“One Point”-ის მიერ ორგანიზებული სამიტი “მერიტო” ბიზნეს ლიდერებს, HR-ებს, მარკეტოლოგებს, იურისტებს, ფინანსისტებსა და ბიზნეს სექტორში დასაქმებულ სხვა პროფესიონალებს ნეთვოქრინგისა და იდეების გაცვლის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს. 

 

ღონისძიების ფარგლებში, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები. ეს ის პროექტებია, რომლებიც კომპანიის KPI-ს გასცდა და როგორც დარგის, ისე სრულიად ბიზნეს სფეროს განვითარებაზე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა.

 

დაჯილდოების ცერემონიაზე კი “მერიტოს” ჯილდო იმ პროფესიონალებს გადაეცემათ, რომლებმაც ფართო გავლენის პროექტებზე იმუშავეს. 



“მერიტოს” მნიშვნელობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში

 

“Cenomi Retail Georgia”-ს ადამიანური კაპიტალის განყოფილების ხელმძღვანელის, ნატო კვაჭანტირაძის აზრით, “მერიტოს” დაარსება შემდეგი 3 მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი: 

  1. ის წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც პროფესიონალებს შეხვედრის, იდეების გაცვლისა და ინოვაციური მიდგომების განხილვის საშუალებას აძლევს; 
  2. ღონისძიება ქვეყნის ბიზნეს კომუნიკაციების ჰაბად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს; 
  3. “მერიტოს” დაჯილდოება ბაზრის საუკეთესო პროფესიონალებს გამოავლენს და მათი წვლილის დაფასებას უზრუნველყოფს. 

 

სამიტი 19 ივლისს წინანდალში, სასტუმრო “რედისონ ქოლექშენში” ჩატარდება.

სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს სპიკერი, ტრენერი და ბესტსელერი წიგნების (“Positive Impact” და “Crisis? Let's Beat it!”) ავტორი - მაიკლ ვირარდი ეწვევა, რომელიც ქართველ აუდიტორიას თანამშრომლების ჩართულობის, წახალისებისა და გუნდურობის გაძლიერების პრაქტიკულ მაგალითებს გაუზიარებს.

განაცხადის შემოტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც თვლის, რომ მის მიერ 2023 წელს ინიცირებულმა პროექტმა კომპანიასა და ბიზნეს სფეროს მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა. 

 

“მერიტოს” ჟიური წარდგენილ პროექტებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს: 

  1. პროექტის გავლენა და მასშტაბი სფეროზე; 
  2. კრეატიულობა და ინოვაციურობა; 
  3. პროექტის კომპლექსურობა. 

 

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება "მერიტოს" გვერდზეა შესაძლებელი.