შრომის სამართალი - აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა

არასწორად დაგეგმილი შრომით-სამართლებრივი პროცესები შესაძლოა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური და რეპუტაციული რისკი გახდეს.

სასამართლო პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ შრომით დავათა უმრავლესობა რამდენიმე განმეორებადი მიზეზით წარმოიქმნება:  არასწორად კლასიფიცირებული ხელშეკრულებები, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას პროცედურული შეცდომები და დისკრიმინაციის ბრალდებები.

ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად კი საჭიროა, HR-ებს, იურისტებს და კომპანიის სხვა მენეჯერებს ჰქონდეს სამართლებრივი ცოდნა და პრაქტიკული ხედვა, რომელიც დაეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
  

თეორიიდან პრაქტიკამდე

 2026 წლის 21 მარტს, HR აუთსორსინგული კომპანია One Point-ის ორგანიზებით ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგი - „შრომის სამართალი: აქტუალური საკითხები და სასამართლო პრაქტიკა“, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები - HR მენეჯერები, იურისტები და ბიზნესის წარმომადგენლები.

ქვემოთ გთავაზობთ ტრენინგის ძირითად თემებს, სასამართლო პრაქტიკის გზავნილებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც კომპანიებს სამართლებრივი რისკების პრევენციაში ეხმარება.

 

ხელშეკრულებების სწორი კლასიფიკაცია

 შრომითი, სასამსახურო და მომსახურების ხელშეკრულებები ხშირად ფორმალურად ჰგავს ერთმანეთს, თუმცა მათი სამართლებრივი ბუნება განსხვავებულია.

სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ხელშეკრულების სახელწოდებას, არამედ რეალურ ურთიერთობას მხარეებს შორის.

მათი არასწორი გამოყენება ზრდის დავების, ფინანსური დანაკარგებისა და რეპუტაციული რისკების ალბათობას.

 

 პრაქტიკული რეკომენდაციები HR-ისთვის:

  • ხელშეკრულების ტიპი წინასწარ უნდა შეფასდეს სამართლებრივი რეალობის და  სამუშაო ურთიერთობის გათვალისწინებით;
  •  არსებული ხელშეკრულებები პერიოდულად უნდა გადაიხედოს;

 

შრომითი ურთიერთობის სრული ციკლის მართვა

 შრომითი ურთიერთობის ყოველი ეტაპი - დასაქმება, მართვა და შეწყვეტა - სამართლებრივ მოთხოვნებს ექვემდებარება. ნებისმიერ ეტაპზე დაშვებული შეცდომა შეიძლება სასამართლო დავაში გადაიზარდოს.

 

უკანონო დათხოვნა:  სამართლებრივი შედეგები

სასამართლო პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დავა გათავისუფლებას უკავშირდება. 

როდესაც სასამართლო დათხოვნას უკანონოდ აფასებს, ეს დამსაქმებლისთვის იწვევს შემდეგ სამართლებრივ ვალდებულებებსა და რისკებს:

  • გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა;
  • იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება;
  • კომპენსაციის გადახდის ვალდებულება;
  • თანამშრომლის აღდგენა ან ტოლფას პოზიციაზე დაბრუნება;

მსგავსი დავები ხშირად ზრდის ფინანსურ ხარჯებს და უარყოფითად აისახება კოპანიის რეპუტაციაზე. 

 

პრაქტიკული რეკომენდაციები HR-ისთვის:

ნებისმიერი გათავისუფლება სამართლებრივ ჭრილში  წინასწარ უნდა შეფასდეს. კომპანიის იურისტთან კონსულტაცია გადაწყვეტილების მიღებამდე - ინვესტიციაა, რომელიც რისკების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

  

კონკურენციის აკრძალვა

თანამედროვე ბიზნესში კონკურენციის შეზღუდვის მექანიზმები სულ უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლებთან მუშაობისას.

კონკურენციის აკრძალვა (gardening leave) წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც ავალდებულებს თანამშრომელს მიღებული ცოდნა და კვალიფიკაცია არ გამოიყენოს სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ.

ეს მექანიზმი ეფექტურია:

  • კლიენტების შენარჩუნებისთვის;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვისთვის;
  • ბიზნეს-ინტერესების უსაფრთხოებისთვის.

თუმცა, მისი გამოყენება საჭიროებს მკაფიო და გონივრულ რეგულირებას ხელშეკრულებაში - წინააღმდეგ შემთხვევაში, შეზღუდვა შეიძლება სასამართლომ არაპროპორციულად მიიჩნიოს.

 

შრომის ინსპექცია:  რას ამოწმებს და როგორ უნდა მოემზადოს კომპანია

შრომის ინსპექციის მანდატი მნიშვნელოვნად გაფართოვდა - ახლა ის ამოწმებს არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ შრომითი კანონმდებლობის შესაბამისობის ფართო სპექტრს.

ყველაზე ხშირად შემოწმებული მიმართულებებია:

  • ხელშეკრულებების შინაარსი და ფორმა;
  • სამუშაო დრო და ზეგანაკვეთური სამუშაო;
  • შვებულებები და ანაზღაურება;
  • დისკრიმინაციის პრევენციის მექანიზმები.

 

პრაქტიკული რეკომენდაციები HR-ისთვის:

ინსპექციის მოლოდინის ნაცვლად, კომპანიამ უნდა ჩაატაროს შიდა HR აუდიტი და უზრუნველყოს დოკუმენტაციის სისტემური მოწესრიგება.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმება

 საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმება სულ უფრო აქტუალური გახდა - განსაკუთრებით IT, ფინანსურ და მომსახურების სფეროებში.

2026 წლიდან ამ მიმართულებით ამოქმედდა ახალი რეგულაციები, რაც დამატებით მოთხოვნებსა და პასუხისმგებლობებს აჩენს დამსაქმებლებისთვის.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:არარეზიდენტთა დასაქმება საქართველოში - რა შეიცვალა 2026 წლის 1 მარტიდან

 

 სასამართლო ქეისები - პრაქტიკა, რომელიც რეალურ სურათს აჩვენებს

 რეალური სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ:

  • ფორმალური დოკუმენტაცია ხშირად ვერ ასახავს რეალურ ურთიერთობას;
  • სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებებზე;
  • ერთსა და იმავე სიტუაციას სხვადასხვა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

სწორედ ამიტომ, კომპანიებისთვის რისკების პრევენცია გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე უკვე წარმოქმნილი დავების მართვა.

 

რატომ არის შრომის სამართალი ბიზნეს-სტრატეგიის ნაწილი

 შრომის სამართლის სწორი მართვა მხოლოდ იურიდიული შესაბამისობის საკითხი არ არის - ის პირდაპირ გავლენას ახდენს:

  • ოპერაციულ სტაბილურობაზე;
  • ფინანსური რისკებზე;
  • თანამშრომელთა ნდობაზე;
  • ორგანიზაციის რეპუტაციაზე.

კომპანიები, რომლებიც სისტემურად მართავენ შრომით ურთიერთობებს და ეყრდნობიან სამართლებრივ პრაქტიკას, მნიშვნელოვნად ამცირებენ გაუთვალისწინებელი რისკების ალბათობას.

 

დასკვნა

 შრომის სამართალი დღეს ბიზნესის მართვის განუყოფელი ნაწილია. სწორი მიდგომა გულისხმობს არა მხოლოდ კანონის ცოდნას, არამედ მის სწორ ინტერპრეტაციას, პრაქტიკაში გამოყენებას და მუდმივ ადაპტაციას სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად.

კომპანიები, რომლებიც სისტემურად მართავენ შრომით ურთიერთობებს, არა მხოლოდ ამცირებენ სამართლებრივ რისკებს, არამედ ქმნიან სტაბილურ და პროგნოზირებად ბიზნეს გარემოს.