სრული HR მომსახურება!
One Point HR Outsourcing 2019 წლიდან ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ეხმარება ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვასა და ორგანიზაციულ განვითარებაში. კომპანია აერთიანებს HR Outsourcing-ს, Recruitment-ს, HR Consulting-სა და დამსაქმებლის ბრენდის მიმართულებებს, რათა ბიზნესებს შეუქმნას მათ საჭიროებებზე მორგებული, გამართული და შედეგზე ორიენტირებული HR სისტემები. One Point-ის სამუშაო პროცესები ეფუძნება ISO 9001 ხარისხის მართვის სტანდარტს, თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკულ HR ექსპერტიზას, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, გაამარტივონ HR პროცესები, შეამცირონ საოპერაციო რისკები და მეტი რესურსი მიმართონ ბიზნესის განვითარებაზე. One Point - სანდო HR პარტნიორი ბიზნესის განვითარებისთვის.
HR სერვისები
შერჩევა და რეკრუტინგი
აუთსორსინგი და ფეიროლი
HR სტრატეგია და კონსალტინგი
ორგანიზაციული განვითარება
მომხმარებელთა რეკომენდაციები
ხშირად დასმული კითხვები
One Point არის HR აუთსორსინგული კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს უზრუნველყოფს ბიზნეს ინდუსტრიაზე მორგებული, გამორჩეული HR პრაქტიკებითა და გადაწყვეტებით. ჩვენი მომსახურება მოიცავს რეკრუტინგს, HR აუთსორსს, ფეიროლს, HR აუდიტსა და სხვა მრავალ სერვისს.
One Point თანამშრომლობს მცირე, საშუალო და მსხვილ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენი მომსახურებები მორგებულია როგორც იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც საკუთარი HR დეპარტამენტი არ აქვთ, ისე კომპანიებზე, რომლებსაც არსებული HR პროცესების გაუმჯობესება სურთ.
HR აუთსორსინგი გულისხმობს ადამიანური რესურსების მართვის პროცესების სრულად ან ნაწილობრივ გარე პროფესიონალი გუნდისთვის გადაბარებას. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, შეამციროს ადმინისტრაციული დატვირთვა, გააუმჯობესოს HR პროცესები და მეტი რესურსი ძირითად ბიზნესსაქმიანობას დაუთმოს.
დიახ. One Point კომპანიებს ეხმარება HR სტრატეგიის შემუშავებაში, ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ოპტიმიზაციაში, პოზიციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრასა და ორგანიზაციული განვითარების პროცესების მართვაში.
მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია არჩეულ სერვისზე, სამუშაოს მოცულობაზე, პროექტის სირთულესა და კომპანიის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. თითოეული შეთავაზება მზადდება დამკვეთის მოთხოვნებისა და თანამშრომლობის ფორმატის გათვალისწინებით.
თანამშრომლობის დასაწყებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ვებსაიტზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით ან დაჯავშნოთ შეხვედრა ჩვენს გუნდთან. პირველადი შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ თქვენი კომპანიის საჭიროებებს და შემოგთავაზებთ შესაბამის HR გადაწყვეტას.
One Point-ის მიმდინარე ვაკანსიების ნახვა შეგიძლიათ ვებსაიტის ვაკანსიების სექციაში. სასურველი პოზიციის შერჩევის შემდეგ გაეცანით მოთხოვნებს და განაცხადი გამოაგზავნეთ ვაკანსიაში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად.
One Point-ის ოფისი მდებარეობს ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ.#58/60