პროექტის მენეჯერი
HR აუთსორსინგული კომპანია One Point პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
- ინდუსტრია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა / ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
- სუბორდინაცია: პოზიცია ანგარიშვალდებულია კომპანიის მენეჯმენტის წინაშე და თანამშრომლობს გერმანიაში მდებარე ცენტრალურ მენეჯმენტთან
დამსაქმებელი კომპანიის შესახებ
დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც სპეციალიზებულია ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემებისა და მობილობის გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაში.
კომპანია მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ურბანული სატრანსპორტო მოძრაობის მართვა, ჭკვიანი გზაჯვარედინები, სატრანსპორტო მართვის სისტემები, ავტომაგისტრალებისა და გვირაბების მართვის გადაწყვეტილებები და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიები.
პოზიციის შესახებ
პროექტის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება პროექტის სრულ ციკლზე - დაგეგმვიდან და რესურსების მართვიდან დაწყებული, შესრულების მონიტორინგითა და საბოლოო შედეგების უზრუნველყოფით დასრულებული. მისი ძირითადი ამოცანა იქნება პროექტის მიზნების, ვადების, ხარისხისა და ფინანსური მაჩვენებლების მართვა კომპანიის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული მიზნების შესაბამისად.
პოზიცია ასევე მოიცავს საერთაშორისო და მულტიფუნქციური გუნდების ხელმძღვანელობას, პროექტის რესურსების დაგეგმვას, რისკებისა და ხარჯების მართვას, კლიენტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას, ასევე პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ანგარიშგებას.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- პროექტის სრული ციკლის მართვა და მისი წარმატებით განხორციელების უზრუნველყოფა, კომპანიის მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული მიზნებისა და ფინანსური მაჩვენებლების შესაბამისად
- საერთაშორისო და მულტიფუნქციური პროექტის გუნდების ფორმირება, ხელმძღვანელობა და კოორდინაცია
- პროექტის მიზნების, სამოქმედო გეგმების, ძირითადი ეტაპების, ვადებისა და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა
- გუნდის წევრებს შორის პასუხისმგებლობების განაწილება და შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და შედეგებზე პასუხისმგებლობის კულტურის ჩამოყალიბება
- პროექტისთვის საჭირო ადამიანური და სხვა რესურსების დაგეგმვა და მართვა
- საჭირო რესურსების უზრუნველყოფა გერმანიაში მდებარე კომპანიის მენეჯმენტთან კოორდინაციით
- პროექტის პროგრესის, რისკების, შესაძლებლობების, ხარისხისა და ხარჯების მუდმივი მონიტორინგი
- საჭიროების შემთხვევაში, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
- პროექტის მართვის პროცესების, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ განსაზღვრა
- კლიენტებთან, კომპანიის მენეჯმენტთან და პროექტის სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
- პროექტის მიმდინარეობის, შედეგებისა და შესაძლო გამოწვევების შესახებ რეგულარული ანგარიშგება
- პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭვირვალობისა და დროული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა
- გუნდის წევრების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და პროექტის მართვის პროცესების უწყვეტი გაუმჯობესება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების, პროექტების მართვის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით
- კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება
- ძლიერი ლიდერული, საკომუნიკაციო და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობის მართვის უნარები
- პროექტის კომერციული და ფინანსური მართვის ცოდნა
- საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებთან, მერიასთან, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან (TUDA) ან მსგავს საჯარო უწყებებთან თანამშრომლობის მიმართულებით
- მულტიფუნქციურ და საერთაშორისო გარემოში მუშაობის გამოცდილება
- პროექტის დაგეგმვის, რესურსების მართვის, რისკების შეფასებისა და შესრულების მონიტორინგის უნარი
- პასუხისმგებლობების განაწილების, გუნდის მოტივირებისა და შედეგებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნის უნარი
- მაღალი დონის ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (B2-C1 დონე)
- FIDIC Yellow Book-ის („დანადგარებისა და პროექტირებისა და მშენებლობის პირობები“) ფარგლებში მუშაობის გამოცდილება
- პროექტების მართვის საერთაშორისო სერტიფიკატი, მაგალითად PMP, IPMA ან PRINCE2
- მსხვილ ინფრასტრუქტურულ ან სატრანსპორტო პროექტებში მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr@onepoint.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშავოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს — ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.