ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და სტრუქტურა

 

მომსახურების აღწერა

ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და სტრუქტურის ფორმირება წარმოადგენს პროექტულ თანამშრომლობას, რომლის მიზანია კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
მომსახურება განსაზღვრავს, როგორ უნდა იყოს ორგანიზებული პოზიციები, პასუხისმგებლობები, ანგარიშგების იერარქია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რათა ორგანიზაციული სტრუქტურა ეფექტიანად უჭერდეს მხარს როგორც ყოველდღიურ ოპერაციებს, ისე ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას.
One Point ორგანიზაციის ინდუსტრიული სპეციფიკის, საოპერაციო მოდელისა და არსებული სტრუქტურის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ახალ ორგანიზაციულ მოდელს, რის შედეგად, მკაფიოდ განისაზღვრება როლები და პასუხისმგებლობები, უმჯობესდება ფუნქციებს შორის თანამშრომლობა და იზრდება ორგანიზაციის საერთო ეფექტიანობა.

მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

როგორ ვმუშაობთ


One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.