ადამიანური რესურსების მართვა - რას მოიცავს ის?
ყოველი ორგანიზაციის წარმატება მჭიდროდაა დაკავშირებული მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მართვასთან.
ნებისმიერ ბიზნესში, ძირითადი და მნიშვნელოვანი სწორედ ადამიანური კაპიტალია. ტექნოლოგიურ დარგებში მოღვაწე კომპანიები დამოკიდებულნი არიან ნიჭიერ ინჟინრებზე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი გამოცდილი აკადემიური პერსონალის არსებობა აუცილებელია განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ადამიანური რესურსების მართვა კორპორაციული წარმატების გასაღებს წარმოადგენს და კონკურენტუნარიანი პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზების წინაპირობას ქმნის.
“One Point”-ში 20-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან შემდგარი აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ბიზნეს ინდუსტრიაზე მორგებულ საუკეთესო HR პრაქტიკებსა და მიდგომებს სთავაზობს.
ამ ბლოგში სწორედ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ, მოკლედ მიმოვიხილავთ დისციპლინის განვითარების ისტორიას და განვსაზღვრავთ მის ძირითად ფუნქციებს.
რა არის ადამიანური რესურსების მართვა?
ადამიანური რესურსების მართვის ცნება მე-18 საუკუნის ბრიტანეთში იღებს სათავეს. მაშინ, როცა ინდუსტრიულმა რევოლუციამ ქარხნების თანამშრომლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა, დამსაქმებლებმა დაადგინეს, რომ თანამშრომელთა კმაყოფილება დადებით გავლენას ახდენდა პროდუქტიულობაზე.
სწორედ ROI-ს გასაუმჯობესებლად შეიქმნა ე.წ. თანამშრომელთა კმაყოფილების პროგრამები. ამ მიდგომამ კი, თავის მხრივ, ქარხნებში სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შემოსავლების ზრდა გამოიწვია - მეტი ყურადღება დაეთმო ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
მე-20 საუკუნეში კი კომპანიები პერსონალის მენეჯმენტის განყოფილებებს ქმნიან. დეპარტამენტის მთავარი ფუნქცია სამართლებრივი საკითხების მართვა და თანამშრომლებთან დაკავშირებული პროცესების მენეჯმენტი იყო.
დღესდღეობით ადამიანური რესურსების მენეჯმენტი კომპანიაში სრული HR ციკლის მართვას მოიცავს - თანამშრომლის დაქირავებიდან შრომითი ურთიერთობის დასრულებამდე. სწორედ ამ პროცესს მოიცავს HR-ის მომსახურება.
ადამიანური რესურსების მართვა - ამოცანები
ადამიანური რესურსების მართვა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანისგან შედგება, რომლებიც კომპანიის წარმატებულ საქმიანობას უზრუნველყოფს:
- ოპერაციული - მოიცავს ადამიანური რესურსის მოზიდვის, შერჩევის, დაქირავებისა და შენარჩუნების პროცესებს. ასევე, შრომითი ურთიერთობების მართვას კანონმდებლობის სრული დაცვით.
- ორგანიზაციული - გულისხმობს კომპანიის სტრუქტურისა და მმართველობითი პრინციპების ოპტიმიზაციას, რათა უზრუნველყოფილი იყოს თანამშრომელთა მაქსიმალური პროდუქტიულობა და ეფექტიანობა.
- ფინანსური - მიზნად ისახავს შრომის ანაზღაურებისა და წახალისების სისტემების შემუშავებას, რომლებიც კომპანიის ფინანსურ შესაძლებლობებთანაა შესაბამისობაში და უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდასა და შენარჩუნებას.
- სტრატეგიული - ადამიანური რესურსის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის შესაბამისად. მოიცავს HR ანალიტიკას, ტრენინგებსა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას.
შესაბამისად, HR მენეჯერის როლი, კომპანიის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად, ზემოთ ხსენებულ ამოცანათა კომპლექსურად გადაწყვეტაში მდგომარეობს.
რა მოვალეობები აქვს HR მენეჯერს?
HR მენეჯერის როლი მრავალმხრივია და მოიცავს ინკლუზიური და თანასწორუფლებიანი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც აღმოფხვრილია ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია და უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისთვის.
თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს თანამშრომელთა მაქსიმალურ ჩართულობასა და პროდუქტიულობას, რაც, საბოლოო ჯამში, კომპანიის წარმატებას განაპირობებს.
HR ზრუნავს იმაზე, რომ თანამშრომლები არ განიცდიდნენ დისკრიმინაციას რასის, სქესის, ასაკის, რელიგიის თუ სხვა ნებისმიერი ნიშნით და ყველას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს წინსვლისა და განვითარებისთვის.
HR მენეჯერი ასევე პასუხისმგებელია კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, რაც მოიცავს კომპანიის ღირებულებებისა და მიზნების განმტკიცებას თანამშრომლებში.
იგი წარმართავს დასაქმების პროცესებს, უზრუნველყოფს გუნდურობის ზრდას და როგორც თანამშრომლების უფლებების, ისე კანონმდებლობის დაცვას.
მისი მოვალეობაა ინკულიზიური გარემოს შექმნა, რაც ისეთი სამუშაო პირობების დამკვიდრებას გულისხმობს, სადაც ყოველი თანამშრომლის განსხვავებული მახასიათებლები და საჭიროებებია სრულად გათვალისწინებული.
ეს აჩვენებს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობას და ერთგულებას თანასწორუფლებიანობის მიმართ. მრავალფეროვნების პატივისცემა და წახალისება ასევე მნიშვნელოვანი ასპექტია ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად. სხვადასხვა რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის, გამოცდილებისა და პერსპექტივების მქონე ადამიანების ერთად მუშაობა ქმნისახალი ინოვაციური იდეების გენერირების საუკეთესო პლატფორმას.
მრავალფეროვანი გუნდები უფრო ეფექტიანად და ორიგინალურად ახერხებენ პრობლემების გადაწყვეტას, რაც კომპანიის კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.
შესაბამისად, ინკლუზიური გარემო მრავალმხრივ სარგებელს მოიტანს კომპანიისთვის როგორც კომპანიის მენეჯმენტისთვის, ისე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის.
“One Point”-ის მიდგომები
“One Point”-ს მრავალი სხვადასხვა სპეციფიკის ბიზნესთან მუშაობის გამოცდილება აქვს და დამკვეთ კომპანიებს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ HR სერვისებს სთავაზობს.
ადმინისტრირების დაწყებამდე გუნდი კომპანიაში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის და ანალიზის საფუძველზე შესაბამის რეკომენდაციებს გასცემს.
გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ ადამიანური რესურსების მენეჯმენტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ორგანიზაციული სტრუქტურის მართვა. ის კომპანიაში როლებს, უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს ანაწილებს. ადამიანური რესურსების მართვის პროცესში “One Point”-ის გუნდი თქვენი კომპანიის შიდა პროცესებს შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტებს შემოგთავაზებთ
იმისთვის, რომ ადამიანური რესურსების მართვა და მისი სპეციფიკა უკეთ შეიცნოთ, თვალი აქტიურად ადევნეთ ჩვენს ბლოგებს. პირველადი კონსულტაციისთვის კი შეხვედრა ჩვენს HR სპეციალისტთან შეგიძლიათ დაჯავშნოთ.