კომპანიის დაარსების HR მხარდაჭერა

 

მომსახურების აღწერა

კომპანიის დაარსებისა და ბაზარზე შესვლის მხარდაჭერის HR მომსახურება განკუთვნილია ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ საქართველოში საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას.
One Point ქმნის, ნერგავს და მართავს ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებისთვის აუცილებელ HR ინფრასტრუქტურას, დასაქმების მოდელებს, HR სტრატეგიასა და შრომით რეგულაციებთან შესაბამისობის ჩარჩოებს. პარალელურად, One Point  ეხმარება დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტს საქართველოს ბიზნეს გარემოს უპირატესობების ეფექტიანად გამოყენებასა და ოპერაციული რისკების მინიმიზაციაში.
One Point-ის გუნდი დამკვეთი კომპანიის გუნდთან ერთად  მონაწილეობს ბიზნეს პროცესების პრაქტიკაში დაგეგმვასა და დანერგვაში, ხოლო ოპერაციების დაწყების შემდეგ უზრუნველყოფს გრძელვადიან მხარდაჭერას HR აუთსორსინგის, აუთსტაფინგის (EOR), სახელფასო ადმინისტრირებისა და სხვა HR სერვისების მეშვეობით.

მოსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

როგორ ვმუშაობთ


One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.