HR გუნდის აუთსორსი

 

მომსახურების აღწერა

HR გუნდის აუთსორსის მომსახურება გულისხმობს დამკვეთი ორგანიზაციის სამუშაო სივრცეში One Point-ის HR მენეჯერების ინტეგრირებას, რომლებიც უშუალოდ თქვენს ორგანიზაციაში უზრუნველყოფენ ადამიანური რესურსების მართვის პროცესების შექმნას, განვითარებასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.
კომპანიაში ფიზიკურად მყოფი One Point-ის HR მენეჯერები სრულად იზიარებენ დამკვეთი ორგანიზაციის კულტურას, ღირებულებებსა და ბიზნეს მიზნებს და უზრუნველყოფენ HR-ის სრული ციკლის მართვას - ყოველდღიური HR დოკუმენტბრუნვიდან, შრომით რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფამდე.
შიდა HR გუნდის მომსახურება დამკვეთ ორგანიზაციას აძლევს სრულფასოვან, სტაბილურ და უწყვეტ HR მხარდაჭერას.
შედეგად, კომპანია თავიდან ირიდებს არამიზნობრივ ფინანსურ ხარჯებსა და თანამშრომელთა დენადობასთან დაკავშირებულ რისკებს.
მომსახურება განსაკუთრებით ეფექტური გადაწყვეტაა

  • მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის,
  • მსხვილი ბიზნესისთვის, რომელთა პრიორიტეტია შიდა რესურსი დახარჯონ სტრატეგიულ HR ამოცანებზე,
  • კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ახლა იწყებენ ოპერირებას,
  • კომპანიებისთვის, რომლებიც სწრაფად ზრდიან თანამშრომელთა რაოდენობას.

მოსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

როგორ ვმუშაობთ


One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.

 

"ფორტუნა ჰოლდინგის ისტორიაში ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, One Point -მა ოპერატიული დახმარება და მხარდაჭერა გაგვიწია."

თამარა ჩიგოგიძე

- დირექტორი

"კომპანია One Point - HR Outsourcing-ს ნდობა გამოვუცხადეთ ელმონტაჟის შექმნის საწყის ეტაპზევე. One Point-ის გუნდმა ნ...

გივი ჭაჭია

- დირექტორი