HR აუთსორსი - EOR და PEO

 

მომსახურების აღწერა

აუთსტაფინგის მომსახურება საერთაშორისო პრაქტიკაში ცნობილია ორი - Employer of Record (EOR) და Professional Employer Organization (PEO) მოდელებით. ამ მოდელების ფარგლებში, პერსონალის შრომით-სამართლებრივ მართვას One Point უზრუნველყოფს, ხოლო თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობითა და პროფესიული რესურსით დამკვეთი კომპანია სარგებლობს.
One Point-ის პასუხისმგებლობის ქვეშ ხორციელდება ადამიანური რესურსის მართვის სრული ციკლი, თანამშრომლის შერჩევიდან და ოფიციალური დასაქმებიდან, შრომითი ურთიერთობის დასრულებამდე. შედეგად, დამკვეთი კომპანია თავისუფლდება შრომით-სამართლებრივი რისკებისგან, სახელფასო ადმინისტრირების პროცესებისა და მათთან დაკავშირებული საოპერაციო ხარჯებისგან.
მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში კვალიფიციური ადგილობრივი თანამშრომლების დასაქმებას გეგმავენ იურიდიული პირის რეგისტრაციის, ადგილობრივი საგადასახადო და სახელფასო სისტემების დანერგვის ან შრომითი კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნის გარეშე.
აუთსტაფინგის მოდელს ფართოდ იყენებენ ტექნოლოგიური კომპანიები, პროფესიული მომსახურების ორგანიზაციები და საერთაშორისო კორპორაციები, რომლებიც საჭიროებენ გუნდების სწრაფ ფორმირებასა და მასშტაბირებას, იქნება ეს მოკლევადიანი პროექტები, ახალი პროდუქტების განვითარება თუ გრძელვადიანი ოპერაციული გაფართოება. 

მომსახურებით სარგებლობისთვის დაჯავშნეთ შეხვედრა HR მენეჯერთან

როგორ ვმუშაობთ

One Point HR Outsourcing, როგორც ISO 9001 სერტიფიკატის მფლობელი ორგანიზაცია, თითოეულ საკონსულტაციო პროექტს მკაფიოდ განსაზღვრული, დოკუმენტირებული და მუდმივად გაუმჯობესებადი სტანდარტის საფუძველზე წარმართავს.
One Point -ის 20-წლიანი პტაქტიკული გამოცდილების მქონე გუნდი საქმიანობას საერთაშორისო HR სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად ახორციელებს.
კომპანია არის United Nations Global Compact-ის, Women’s Empowerment Principles (WEP)-ისა და American Chambers of Commerce წევრი, რაც ადასტურებს ჩვენს ერთგულებას პასუხისმგებლიანი, ეთიკური და მდგრადი ბიზნესპრაქტიკის მიმართ.